ფრონტონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საბერძნეთის ეროვნული ასამბლეის შენობის ზედა ნაწილი. ფრონტონი შემკულია ქანდაკებებით.

ფრონტონი (ფრანგ. fronton < ლათ. frons, ნათესაობითი ბრუნვა frontis - შუბლი, წინა მხარე) — არქიტექტურაში, შენობის ფასადის, პორტიკის, კოლონადის დამაგვირგვინებელი ნაწილი (ჩვეულებრივ სამკუთხედის ფორმისა), რომელიც შემოფარგლულია სახურავის 2 ფერდითა და კარნიზით. ფრონტონის არეს (ტიმპანი) ხშირად ამკობენ ქანდაკებით, რელიეფით და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]