ფრიერის ხელოვნების გალერეა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრიერის ხელოვნების მუზეუმი
ინგლ. Freer Gallery of Art and Arthur M. Sackler Gallery[1]
38°53′17″ ჩ. გ. 77°01′38″ დ. გ. / 38.888111° ჩ. გ. 77.027389° დ. გ. / 38.888111; -77.027389
დაარსდა 1923 წელს
ქვეყანა აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები
მდებარეობა ვაშინგტონი[2]
კლასიფიკაცია ხელოვნების მუზეუმი
ოფიციალური საიტი https://asia.si.edu/
Map

ფრიერის ხელოვნების გალერეა — ხელოვნების მუზეუმი ვაშინგტონში. არის სმითსონის ინსტიტუტის მუზეუმი, რომელიც ორიენტირებულია აზიურ ხელოვნებაზე. ფრიერი და არტურ მ. საკლერის გალერეა ერთად ქმნის სმითსონის შეერთებული შტატების აზიური ხელოვნების ეროვნულ მუზეუმებს. ფრიერისა და საქლერის გალერეები ინახავს უმსხვილეს აზიური ხელოვნების სამეცნიერო ბიბლიოთეკას ქვეყანაში და შეიცავს ხელოვნებას აღმოსავლეთ აზიიდან, სამხრეთ აზიიდან, სამხრეთ -აღმოსავლეთ აზიიდან, ისლამური სამყაროდან, ძველი ახლო აღმოსავლეთიდან და ძველი ეგვიპტედან, აქ ასევე დაცულია ამერიკული ხელოვნების მნიშვნელოვანი კოლექცია.

გალერეა მდებარეობს ვაშინგტონში, ნაციონალური ცენტრის სამხრეთ მხარეს, საკლერის გალერეის მიმდებარედ. მუზეუმი ღიაა წელიწადში 364 დღე (იხურება შობას) და მას მართავს საკლერის გალერეის პერსონალი. ორივე გალერეა მსოფლიოს მაშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ხელოვნების მუზეუმია .

ფრიერში განთავსებულია 26000 -ზე მეტი ობიექტი, რომლებიც თარიღდება ნეოლითის ხანიდან, თანამედროვე ეპოქამდე. კოლექციებში შედის ძველი ეგვიპტური ქვის ქანდაკება და ხის ნივთები, უძველესი ახლო აღმოსავლეთის კერამიკა და ლითონის ნაწარმი, ჩინური ნახატები და კერამიკა, კორეული ჭურჭელი და ფაიფური, იაპონური დასაკეცი ეკრანები, სპარსული ხელნაწერები და ბუდისტური ქანდაკება. აზიური ხელოვნების გარდა, ფრიერში ასევე დაცულია ცნობილი ჰარმონიას ლურჯსა და ოქროში: ფარშევანგის ოთახი (უფრო ცნობილია როგორც ფარშევანგის ოთახი ) რომელიც დახატულია, ამერიკელი მხატვრის, ჯეიმზ აბოტ მაკნილ უისლერის მიერ. ნახატი ფრიერის ამერიკული ხელოვნების კოლექციის ცენტრალურ ნაწილშია განთავსებული.

მუზეუმი ვიზიტორებს სთავაზობს უფასო ტურებს და საზოგადოებას წარუდგენს ფილმებს, ლექციებს, სიმპოზიუმებს, კონცერტებს, წარმოდგენებს და დისკუსიებს. ფრიერის, ისევე როგორც საკლერის გალერეების კოლექციების 11,000 -ზე მეტი ობიექტის დათვალიერება შესაძლებელია ონლაინ რეჟიმშიც.[3] ფრიერი ასევე გამოჩნდა Google Art Project– ში, რომელიც ონლაინ მაყურებელს სთავაზობს ფრიერის ნივთების ახლო ხედებს.[4]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრიერის ხელოვნების გალერეის შესასვლელი

დამფუძნებელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გალერეა დაარსდა დეტროიტის რკინიგზის მანქანების მწარმოებლისა და თვითნასწავლი მცოდნე ჩარლზ ლენგ ფრიერის მიერ. ის ფლობდა ამერიკელი მხატვრის ჯეიმზ მაკნილ უისლერის (1834-1903) ნამუშევრების უდიდეს კოლექციას და იყო ცნობილი მხატვრის მფარველი და მეგობარი. უისლერმა ფრიერს ძალიან მკაფიოდ განუცხადა, რომ თუ მას დაეხმარებოდა უისლერის მთავარი კოლექციის შექმნაში, მაშინ ეს კოლექცია უნდა გამოეჩინა იმ ქალაქში, სადაც ტურისტები ყველაზე ხშირად დადიოდნენ.[5]

1908 წელს ჩარლზ მური, მიჩიგანის შეერთებული შტატების სენატორის, ჯეიმზ მაკმილინის ყოფილი თანაშემწე და შეერთებული შტატების სახვითი ხელოვნების კომისიის თავმჯდომარე, გადავიდა ვაშინგტონიდან დეტროიტში. მური დაუმეგობრდა ფრიერს, რომელიც იყო მიჩიგანის მანქანის კომპანიის დირექტორი და დაარწმუნა იგი, რომ გამოეფინა თავისი 8000 ცალი აღმოსავლური ხელოვნების კოლექცია ვაშინგტონში, მანამდე, ფრიერმა არაფორმალურად შესთავაზა პრეზიდენტს თეოდორ რუზველტს, რომ იგი თავის კოლექციას ერს მისცემდა, და ასევე გამოყოფდა ფულად სახსრებს მუზეუმის ასაშენებლად, რომელიც უზრუნველყოფდა "აღმოსავლური, ეგვიპტური და ახლო აღმოსავლეთის სახვითი ხელოვნების ძალიან კარგი მაგალითების" შესწავლასა და შეძენას.[6]

ფრიერის საჩუქარი მთავრობის სახელით მიიღო სმიტსონის რეგენტთა საბჭომ, 1906 წელს. ფრიერის ანდერძი შეიცავს გარკვეულ მოთხოვნებს, რომ მუზეუმში მხოლოდ მუდმივი კოლექციის საგნები უნდა იყოს გამოფენილი და არცერთი ნახატი კოლექციიდან არ უნდა გამოიფინოს სხვა მუზეუმში. გარდა ამისა, ფრიერი კოლექციას იმ შემთხვევაში მისცემდა დაწესებულებას, თუ კი გარდაცვალებამდე იქნებოდა სრული კოლექციის კურატორი. სმიტსონის საბჭო თავდაპირველად ყოყმანობდა მოთხოვნებთან დაკავშირებით, მაგრამ პრეზიდენტ თეოდორ რუზველტის შუამდგომლობით შეთანხმდნენ. ფრიერის გალერეა ფლობს რუზველტის ავტოგრაფიულ წერილს, სადაც იგი მუზეუმის შექმნაში გაწეული ღვაწლისთვის, ფრიერს თეთრ სახლში პატიჟებს. ფრიერი გარდაიცვალა სამხატვრო გალერეის მშენებლობის დასრულებამდე. 

მიმდინარე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1923 წელს გახსნის შემდეგ, ფრიერი იყო სმიტსონის პირველი მუზეუმი, რომელიც მიეძღვნა სახვით ხელოვნებას.[7] ფრიერი ასევე იყო სმიტსონის პირველი მუზეუმი, რომელიც შეიქმნა კერძო კოლექციონერის ანდერძის საფუძველზე. წლების განმავლობაში, კოლექციები საჩუქრებითა და შესყიდვებით კიდევ უფრო გაიზარდა: ფრიერის გარდაცვალების შემდეგ მუზეუმს აზიური ხელოვნების თითქმის 18,000 ნამუშევარი დაემატა. 

ფრიერი ახლა მიწისქვეშა საგამოფენო სივრცით არის დაკავშირებული მეზობელ არტურ მ. საკლერის გალერეასთან. მიუხედავად იმისა, რომ მათი კოლექციები ცალკე გამოიფინება და ინახება, ორივე მუზეუმს ჰყავს ერთი დირექტორი, ადმინისტრაცია და პერსონალი. ფრიერი დაიხურა ფართო განახლებისთვის, 2016 წლის იანვარში და ხელახლა გაიხსნა 2017 წლის ოქტომბერში.[8]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://asia.si.edu/
  2. 2.0 2.1 archINFORM — 1994.
  3. Collections | Freer and Sackler Galleries. Asia.si.edu (2013-03-15). ციტირების თარიღი: 2014-06-06
  4. Freer|Sackler: The Smithsonian's Museums of Asian Art - Google Cultural Institute. Googleartproject.com. ციტირების თარიღი: 2014-06-06
  5. Linda Merrill, a former curator of American art at the Freer Gallery, editor of With Kindest Regards: The Correspondence of Charles Lang Freer and James McNeill Whistler, and co-author of Freer: A Legacy of Art.
  6. Smithsonian Institution Archives
  7. The Freer Gallery of Art | About Us | Freer and Sackler Galleries. Asia.si.edu (2013-03-15). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-26. ციტირების თარიღი: 2021-09-27.
  8. Freer Gallery of Art To Reopen After Nearly Two Years en. Smithsonian (11 October 2017). ციტირების თარიღი: 4 March 2018