ფარისებრახლო ჯირკვალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მწვანე წერტილებით აღნიშნულია ჯირკვლები

ფარისებრახლო ჯირკვალი (ლათ. Glandulae parathyreoideae) — ხერხემლიანების შინაგანი სეკრეციის ორგანო, რომელიც გამოიმუშავებს პარათირეოიდულ ჰორმონს. ეს უკანასკნელი არეგულირებს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის ცვლას და თავის მნიშვნელობით ახლოს დგას D ვიტამინთან. ადამიანს აქვს 2 წყვილი ჩხირივით წაგრძელებული ან ოვალური ფორმის ფარისებრახლო ჯირკვალი, რომლებიც მოთავსებულია ფარისებრი ჯირკვლის ზედაპირზე ან ქსოვილში. ცხოველი, რომელსაც ამოკვეთილი აქვს ფარისებრახლო ჯირკვალი, იღუპება. რადგან ამ ჯირკვლის არქონა ძლიერი კრუნჩხვების - ტეტანიის მიზეზი ხდება, რაც განპირობებულია ორგანიზმში კალციუმის კონცენტრაციის მკვეთრი ვარდნით. ჟირკვლის ფუნქციის გაძლიერებისას (ჰიპერფუნქცია) სისხლში მატულობს კალციუმი, რასაც შეიძლება მარილების დაგროვება მოჰყვეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]