უილიამ ბეილისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უილიამ ბეილისი
დაბ. თარიღი 2 მაისი, 1860(1860-05-02)[1] [2] [3] [4]
დაბ. ადგილი ვულვერჰემპტონი
გარდ. თარიღი 27 აგვისტო, 1924(1924-08-27)[5] [2] [3] [4] (64 წლის)
გარდ. ადგილი ლონდონი
მოქალაქეობა  დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა ფიზიოლოგი და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი
ალმა-მატერი უოდჰემის კოლეჯი და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი
ჯილდოები სამეფო საზოგადოების წევრი, კოპლის მედალი[6] , სამეფო მედალი, კრუნის სახელობის პრემია, ბელის მედალი და რაინდი-ბაკალავრი[7] [8]

უილიამ მედოკ ბეილისი (ინგლ. William Maddock Bayliss; დ. 2 მაისი 1860, ვულვერჰემპტონი — გ. 27 აგვისტო 1924, ლონდონი) — ინგლისელი ფიზიოლოგი. 1888 წლიდან მუშაობდა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში (1912 წლიდან პროფესორი). 1901 წელს ერნეტს სტარლინგთან ერთად აღმოაჩინა დუოდენური სეკრეტინი. 1904 წლიდან იკვლევდა ფერმენტების მოქმედების ფიზიოლოგიურ-ქიმიურ საფუძვლებს და ადსორბაციის მოვლენას. ავტორია ნაშრომისა „ზოგადი ფიზიოლოგიის საფუძვლები“ (1915).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]