ჰომოფონია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მუსიკალური ნაწყვეტები:

ჰომოფონია (ბერძ. ὁμόφωνος; homóphōnos, ὁμός, homós, „იგივე“ და φωνή, phōnē, „ბგერა“) — მრავალხმიანობის ნაირსახეობა, რომელშიც პოლიფონიისაგან განსხვავებით, ერთ-ერთ (უმთავრესად მაღალ) ხმას წამყვანი მნიშვნელობა აქვს, დანარჩენი კი ქვეშემწყობია და თან ახლავს მას. ჰომოფონია ჩამოყალიბდა და გავრცელდა აღორძინების ეპოქაში მუსიკის ახალ ჟანრებში — ოპერაში, ორატორიაში, კანტატაში, სასულიერო მუსიკაში. ჰომოფონიის განვითარების ისტორიაში გამოყოფენ 2 პერიოდს: გენერალ-ბასისა (1600-1750 წლები; ამავე პერიოდში მოღვაწეობდნენ უდიდესი პოლიფონისტები ი. ბახი და გ. ჰენდელი) და ვენის კლასიკური სკოლის და მათი გამგრძელებლების (1750-1900 წლები) მოღვაწეობის პერიოდს. ჰომოფონიის განვითარებას მოჰყვა კლასიკური ჰარმონიის პრინციპების ჩამოყალიბება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]