შოროქანი
შოროქანი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Limonium | ||||||||||||
|
შოროქანი, მლაშე ცოცხი (ლათ. Limonium) — მცენარეთა გვარი ტყვიაბალახისებრთა ოჯახისა. უმეტესად მრავალწლოვანი ბალახებია. დიდი, მეტწილად მხოლოდ ფესვთანური ფოთლები აქვთ. ყვავილები ფერად მეწამული ან ყვითელია, შეკრებილია საგველა ყვავილედებში. საღებავი მცენარეებია. შოროქანის 300-მდე სახეობა მთელ დედამიწაზეა გავრცელებული, უმთავრესად კი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთიდან ცენტრალურ აზიამდე. საქართველოში გვხვდება 2 სახეობა. ლანდშაფტის შემქმნელი მცენარეა.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 20.