შოროქანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
შოროქანი
Limonium vulgare.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
ლათინური სახელი
Limonium

შოროქანი, მლაშე ცოცხი (ლათ. Limonium) — მცენარეთა გვარი ტყვიაბალახისებრთა ოჯახისა. უმეტესად მრავალწლოვანი ბალახებია. დიდი, მეტწილად მხოლოდ ფესვთანური ფოთლები აქვთ. ყვავილები ფერად მეწამული ან ყვითელია, შეკრებილია საგველა ყვავილედებში. საღებავი მცენარეებია. შოროქანის 300-მდე სახეობა მთელ დედამიწაზეა გავრცელებული, უმთავრესად კი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთიდან ცენტრალურ აზიამდე. საქართველოში გვხვდება 2 სახეობა. ლანდშაფტის შემქმნელი მცენარეა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]