საფუტკრე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საფუტკრე სამხრეთ კაროლინაში

საფუტკრემეფუტკრეობის ფერმის საწარმოო ერთეული, რომელსაც შეადგენს მიწის ნაკვეთზე განლაგებული ფუტკრის ოჯახები და ფუტკრის მოვლა-პატრონობისათვის საჭირო ნაგებობანი. საფუტკრე შეიძელება იყოს სტაციონატული ან მომთაბარე. სტაციონარული საფუტკრე მთელი სეზონის განმავლობაში ერთ ადგილზეა. მომთაბარეს შეიძლება რამდენიმე საღალე ადგილი გამოეცვალოს.

საქართველოში ძირითადად მომთაბარე საფუტკრეებია. საფუტკრედ არჩევენ თბილს, უქარო ადგილა, ჭაობების, წყალსატევების, ცხოველთა სადგომების, საკონსერვო ქარხნებისა და საკონდიტრო ფაბრიკებისაგან მოშორებით. საფუტკრესთვის კარგია ისეთი ტერიტორიის გამოყოფა, სადაც ნარგავებია და 2 კმ რადიუსით ბევრი თაფლოვანი მცენარეა. საფუტკრის შერჩევისას უნდა გაითვალისწინონ მისადგომი გზები, სტიქიური საშიშროებანი (ნიაღვარი, ზვავი), მაღალი ძაბვის ელექტროგაყვანილობა და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]