პრეისტორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ირმის რქაზე ამოტვიფრული ცხოველების გამოსახულებები

პრეისტორია („პრე-“ „წინარე-“, წინარეისტორია) — საზოგადოების განვითარების უძველესი ხანა, რომლის შესახებ წერილობითი ძეგლები არ მოგვეპოვება; ეს არის პერიოდი პირველი ადამიანის წარმოშობიდან დამწერლობის წარმოშობამდე. ამ ეპოქის შესახებ ცნობებს მხოლოდ არქეოლოგიური გათხრები გვაწვდიან.

მეცნიერები კაცობრიობის პრეისტორიის დასახასიათებლად იყენებს ცნებას „პირველყოფილობა“ ანუ „პირველყოფილი ეპოქა“. პრეისტორია ადამიანის განვითარების იმ სტადიებს მოიცავს, რომლებიც წინ უძღოდა ისტორიული (დამწერლობის შემდგომ) ხანის დადგომასა და უძველესი ცივილიზაციების წარმოშობას. მაშასადამე, პირველყოფილი ეპოქა, სულ მცირე 5-6 მილიონი წლის წინ დაიწყო. ამ დროიდან აფრიკის კონტინენტზე ბინადრობდნენ თანამედროვე ადამიანების უშორესი წინაპრები.

პრეისტორია მოიცავს ქვისა და ლითონის ხანის პერიოდებს. ქვის ხანა თავის მხრივ სამ ნაწილად იყოფა:

ლითონის ხანა ასევე, თავის მხრივ სამ პერიოდად იყოფა:

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]