თავის ტვინის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თავის ტვინის ხიდი (ლათ. Pons) — ტვინის ღეროს უბანი, რომელიც ერთმანეთთან ზურგისა და თავის ტვინის სხვადასხვა ნაწილს აკავშირებს.

მდებარეობს ტვინის ზემოთ, ნათხემისა და მეოთხე პარკუჭის ქვემოთ. მას აქვს მარკუთხა ფორმა, რომელიც მკვეთრად არის გამოყოფილი შუა და მოგრძო ტვინისგან. არის ნერვული ბოჭკოების ერთობლიობა. იგი ერთმანეთთან მოგრძო ტვინსა და ნათხემს აკავშირებს. მასში, ასევე იწყება ან სრულდება ოთხი კრანიალური ნერვი, რომლებიც სენსორულ ინფორმაციასა და მოტორულ იმპულსებს გადასცემენ სახის რეგიონსა და ტვინს. სტრუქტურის სახელწოდებაც, სწორედ ამ დამაკავშირებელი ფუნქციის გამო ეწოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. ფსიქოლოგია და ცხოვრება, გვ. 73, თბ,. 2009 წელი.
  • გაგოშიძე, თ. ანატომია, ნაწილი I, თავის ტვინის აგებულება, საკითხავი მასალა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]