დონის მონასტერი
დონის მონასტერი — რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის სტავროპიგიალური მამათა მონასტერი, მდებარეობს დღევანდელი მოსკოვის საზღვრებში, ისტორიული ქალაქის სამხრეთ-დასავლეთით, დონის მოედანზე. უახლოესი მეტრო სადგურია — „შაბოლოვსკაია“.
დაარსდა 1591 წელს ყირიმის ხანის გაზი II გირეის ლაშქრობის შემდეგ.
ქართველთა საძვალე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მონასტერი წარმოადგენდა იმ ქართველ მეფეთა, ბატონიშვილთა, დიდებულთა და თავადაზნაურთა საძვალეს, რომლებიც თავისი ნებით, ან რუსეთის იმპერიის ბრძანებით საქართველოდან გადასახლებულნი იყვნენ მოსკოვში და მის შემოგარენში.
დონის მონასტერში დაკრძალულები არიან:
- ბატონიშვილი ალექსანდრე არჩილის ძე (გ. 20 თებერვალი, 1711, 38 წლის)
- სასანა ამილახვარი (გ. 22 მარტი, 1789, 99 წლის)
- ევგენი ვასილის ძე ამილახვარი (გ. 11 დეკემბერი, 1786)
- ეგორი ვასილის ძე ამილახვარი (გ. 16 ივლისი, 1779, 55 წლის)
- ანა ვასილის ასული ამილახვარი - ცოლი, ბატონიშვილ ათანასე ლევანის ძისა (დ. 10 აპრილი, 1720 — გ. 6 მარტი, 1794)
- ანა გიორგის ასული ერისთავი - ცოლი, ბატონიშვილ ბაქარი ვახტანგის ძისა (გ. 18 თებერვალი, 1780, 74 წელი)
- მარია ალექსანდრეს ასული დადიანი-არსენიევისა (დ. 8 აგვისტო, 1840 — გ. 8 იანვარი, 1894)
- არჩილ ვახტანგის ძე - იმერეთის მეფე (გ. 16 აპრილი, 1713)
- დონის მონასტრის არქიმანდრიტი ათანასე (პეტრიევი/პეტრიაშვილი) (დ. 28 სექტემბერი, 1774, ყიზლარი — გ. 17 ოქტომბერი, 1832)
- ბატონიშვილი ათანასე ლევანის ძე (დ. 15 ნოემბერი, 1707 — გ. 31 მარტი, 1784)
- ალექსანდრა ბაგრატიონი - ვახუშტი ვახტანგის ძის ასული (გ. 8 აპრილი, 1789, 68 წელი)
- ალექსანდრა ბაგრატიონი ივანეს ასული (გ. 18 თებერვალი, 1853, 75 წელი)
- ბარბარე ბაგრატიონი ალექსის ასული - ცოლი, კირილე ალექსანდრეს ძე ბაგრატიონისა (გ. 18 აპრილი, 1788)
- დარია ბაგრატიონი კირილეს ასული (დ. 9 დეკემბერი, 1809 — გ. 6 აპრილი, 1831)
- კირილე ალექსანდრეს ძე ბაგრატიონი (გ. 19 აპრილი, 1828, 79 წელი)
- ბატონიშვილი ბაქარი ვახტანგის ძე (დ. 7 აპრილი, 1700 — გ. 1 თებერვალი, 1750)
- ელისაბედ სიმონის ასული ბარათაშვილი-მანსუროვისა (გ. 22 ოქტომბერი, 1814, 32 წელი)
- ვასილი ეგორის ძე ამილახვარი (დ. 21 ოქტომბერი, 1750 — გ. მაისი, 1764)
- ბატონიშვილი ვახუშტი ვახტანგის ძე (გ. 6 დეკემბერი, 1784, 55 წელი)
- ანა პეტრეს ასული დადიანი-ვასილჩიკოვისა (გ. 14 ივნისი (ივლისი?), 1803, 57 წელი)
- ბატონიშვილი გიორგი ვახტანგის ძე (გ. 19 დეკემბერი, 1786, 74 წელი)
- ელისაბედ ბოგდანეს ასული გიგაური (დ. ნოემბერი, 1810 — გ. 22 მარტი, 1835)
- გლიკერია ილიას ასული - ცოლი, ბატონიშვილ ალექსანდრე არჩილის ძისა (გ. 28 ივლისი, 1720, 58 წელი)
- გიორგი ბატონიშვილის ასული - ცოლი, ალექსი ბორისის ძე გოლიცინისა (დ. 14 მაისი, 1754 — გ. 12 მაისი, 1779, 25 წელი)
- არქიმანდრიტი გიორგი (წინამძღვრიშვილი) (დ. 25 იანვარი, 1777)
- ალექსანდრა იაკობის ასული სიბირსკაია - ცოლი, ბატონიშვილ ლეონ ბაქარის ძისა (დ. 1 აპრილი, 1728 — გ. 26 მაისი, 1793, 65 წელი)
- ანა გრუზინსკაია - ასული, ვახუშტი ვახტანგის ძისა (გ. 6 მაისი, 1779, 34 წელი)
- ანა გიორგის ასული გრუზინსკაია-ტოლსტაია (დ. 31 იანვარი, 1798 — გ. 17 ივლისი, 1889)
- დედოფალი ეკატერინე (ქეთევან) დავითის ასული ბაგრატიონი - მეფე არჩილ ვახტანგის ძის მეუღლე (გ. 16 აპრილი, 1719)
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Эсадзе Б. С. «Летопись Грузии Юбилейный сборник к 300-летию Дома Романовых 1613-1913». - Б.М., 1913. Вып. 1. გვ. 358-365.