გოთური ენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ულფილას ვერცხლის კოდექსის გვერდი — ბიბლია გოთურ თარგმანში (Мк 3:26-32)

გოთური ენა (გოთ. 𐌲𐌿𐍄𐌹𐍃𐌺𐍉𐍂𐌰𐌶𐌳𐌰, Gutisko razda) — გუთების ენა. განეკუთვნება გერმანიკული ენების აღმოსავლეთ ჯგუფს.

ძირითადად ცნობილია IV—VI საუკუნეების წერილობითი ძეგლებით, რომელთაგანაც უმნიშვნელოვანესია ბიბლიის თარგმანი, რომელიც მიეწერება ვესტგუთ ეპისკოპოს ულფილასგოთური ანბანის სავარაუდო შემქმნელს. VI საუკუნიდან მოყოლებული გოთური ენა თანდათან კარგავს აქტუალურობას, იტალიასა და ესპანეთში ვიწროვდება რომანული ენებით, ხოლო ყირიმში — ბერძნულით. საბოლოოდ გაქრა IX საუკუნის დასაწყისში.

იგი ერთადერთი აღმოსავლეთგერმანული ენაა, რომლის აღდგენაც შესაძლებელია არსებული წყაროებით, რადგან სხვები — კერძოდ კი ვანდალური ენა და ბურგუნდიული ენა — ცნობილები არიან მხოლოდ ისტორიულ ქრონიკებში დაფიქსირებული საკუთარი და გეოგრაფიული პუნქტების სახელწოდებებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Блинов А. В. Краткий курс готского языка. — М.: Изд-во Московского университета, 2002. — 202 с.
  • Дубинин С.И., Бондаренко М.В., Тетеревенков А.Е. Готский язык: Учебное пособие. Самара: Издательство "Самарский университет", 2006. - 148 с.
  • Гухман М. М. Готский язык. Издательство "Либроком", 2012. - 294 с.