აპოლო 8

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„აპოლო 8-ის“ ემბლემა

„აპოლო 8“ — ამერიკულ კოსმოსურ პროგრამა „აპოლოს“ ფარგლებში მეორე პილოტირებადი კოსმოსური ხომალდი, რომლის ფრენის დროსაც ადამიანმა პირველად მიაღწია სხვა ციურ სხეულს, მთვარეს, და მის ორბიტაზე გავიდა. ფრენამ კოსმოსური სივრცის კვლევებისა და კაცობრიობის ისტორიაში ახალ ეპოქას ჩაუყარა საფუძველი. მისი მსვლელობისას ადამიანებმა პირველად დატოვებს დედამიწის მახლობელი სივრცე და მთლიანად დაინახეს საკუთარი პლანეტა შორიდან, პირველად დატოვეს დედამიწის გრავიტაციული ველი და მოხვდნენ მისი თანამგზავრის გრავიტაციულ ველში, პირველად დაექვემდებარნენ მზის რადიაციის მოქმედებას დედამიწის მაგნიტური ველის გარეთ, პირველად საკუთარი თვალით იხილეს მთვარის საპირისპირო მხარე და დედამიწის ამოსვლა მთვარის ჰორიზონტზე, პირველად დროებით მოხვდნენ (მთვარის დისკზე ყოფნისას) მდგომარეობაში, როდესაც დედამიწასთან არ ჰქონდათ არავითარი კონტაქტი და პირველად შევიდნენ დედამიწის ატმოსფეროში მთვარიდან დაბრუნების სიჩქარით[1].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Lindsay, Hamish. Apollo 8. Essay by Hamish Lindsay. A Tribute to Honeysuckle Creek Tracking Station. ციტირების თარიღი: 2014-09-18.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]