მუხლუხი (ზოოლოგია): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''მუხლუხი''', ''მატლი'', პეპლის მატლური სტადია, რომელიც ი...
(განსხვავება არ არის)

00:04, 8 ოქტომბერი 2008-ის ვერსია

მუხლუხი, მატლი, პეპლის მატლური სტადია, რომელიც ინტენსიურად იკვებება და იკეთებს მარაგს შემდგომი განვითარებისათვის. სხეულს ჭიისმაგვარი ფორმა აქვს, პირის აპარატი — მღრღნელი. აქვს მკერდის 3 წყვილი და 8 წყვილი „ცრუ“ ფეხი, აბრეშუმის გამომყოფი ჯირკვლები, რომელთა სეკრეტი ჰაერთან შეხებისას აბრეშუმის ძაფად გარდაიქმნება. ზოგი მუხლუხი მავნებელია. ყოფილ სსრკ-ის ტერიტორიაზე რეგისტრირებულია 1000 სახეობის პეპელა, რომელთა მუხლუხი მინდვრის, ბაღისა და ტყის მავნებელია. თუთის, მუხისა და ზოგი სხვა აბრეშუმხვევიას მუხლუხის პარკი ძვირფას ნედლეულს იძლევა.

ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 7, გვ. 230, თბ., 1984