აბრეშუმხვევიასებრნი
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
აბრეშუმხვევია | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Bombycidae | ||||||||||||
|
აბრეშუმხვევიასებრნი (ლათ. Bombycidae) — მწერების ოჯახი ქერცლფრთიანების რიგისა. სხეული შედარებით მასიური აქვთ, პირის აპარატი - რუდიმენტული, ულვაშები - სავარცხლისებრი, წინა ფრთების გარეთა კიდე - ამონაკვთული, ბოლოები - ნამგლისებრი. მატლის სხეულის წინა ნაწილი ვიწროა. მუცლის მერვე სეგმენტზე აქვს მოკლე, ქაცვისებრი გამონაზარდები. აბრეშუმხვევიასებრთა ოჯახი 20-მდე გვარს აერთიანებს. უმრავლესობა ტროპიკულ ქვეყნებში ბინადრობს. კერძოდ საქართველოში, მოშენებულია თუთის აბრეშუმხვევია.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 36.