ოთხასი დარტყმა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 60: ხაზი 60:
* {{imdb title|id=0053198|title=ოთხასი დარტყმა}}
* {{imdb title|id=0053198|title=ოთხასი დარტყმა}}
* {{AllMovie სახელწოდება|256|ოთხასი დარტყმა}}
* {{AllMovie სახელწოდება|256|ოთხასი დარტყმა}}

==სქოლიო==
{{სქოლიო}}


[[კატეგორია:1959 წლის ფილმები]]
[[კატეგორია:1959 წლის ფილმები]]

15:10, 9 თებერვალი 2021-ის ვერსია

„Les Quatre Cents Coups“
ჟანრი დრამატული ფილმი
დამდგმელი რეჟისორი ფრანსუა ტრიუფო
პროდიუსერი ფრანსუა ტრიუფო
სცენარის ავტორი ფრანსუა ტრიუფო, მარსელ მოუსი
როლებში ჟან-პიერ ლეო
მუსიკა ჟან კონსტანტინი
ოპერატორი ანრი დეკაე
მონტაჟი მარი-ჟოსეფ იოტი
დისტრიბუტორი Cocinor
გამოსვლის თარიღი 4 მაისი 1959
ხანგრძლივობა 99 წუთი
ქვეყანა საფრანგეთი
ენა ფრანგული
შემდეგი ანტუანი და კოლეტი

ოთხასი დარტყმა (ფრანგ. Les Quatre Cents Coups) − ფრანსუა ტრიუფოს პირველი ფილმი, ფრანგული ახალი ტალღის ერთ-ერთი ნიმუში. ფილმი ნახევრად ავტობიოგრაფიულია და პირველია იმ ფილმებს შორიც, რომლებიც გამოგონილი პერსონაჟის, ანტუან დუანელის ცხოვრებას ეხება. ანტუანის როლს ფრანგი მსახიობი ჟან-პიერ ლეო თამაშობს, რომელიც შემდგომში დუანელის შესახებ ტრიუფოს სხვა ფილმებშიც თამაშობდა. ფილმის სახელწოდება პირდაპირი თარგმანია ფრანგული იდიომისა, რომელიც შფოთვის გამოწვევას ნიშნავს.

სიუჟეტი

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ფილმის მოქმედება 1950-იანი წლების მეორე ნახევარში მიმდინარეობს. 13 წლის ბიჭის, ანტუან დუანელის, ბავშვური, თავისუფალი ბუნება ვერ ეგუება არსებულ სოციალურ ჩარჩოებს. მას გამუდმებით კონფლიქტი მოსდის სკოლის მასწავლებლებთან, დედასთან, მამინაცვალთან. ანტუანს დააკავებენ მამინაცვლის საბეჭდი მანქანის ქურდობისთვის. ამის შემდეგ მშობლები მის რთულად აღსაზრდელ ბავშვთა იზოლირებულ დაწესებულებაში გადაყვანას გადაწყვეტენ. ანტუანი ვერ ეგუება კოლონიის მკაცრ აღმზრდელობით რეჟიმს და ერთ დღესაც, ფეხბურთის თამაშისას, გაძვრება კოლონიის გარშემო შემოვლებულ მავთულხლართში და გაიქცევა. ფილმის დასკვნით სცენაში გათავისუფლებული ანტუანი ხვდება გაშლილი ზღვის სანაპიროზე.

როლებში

  • ჟან-პიერ ლეო - ანტუან დუანელი
  • ალბერ ლემი - ჟულიენ დუანელი
  • კლერ მაურიე - ჟილბერტ დუანელი
  • პიერ რეპი - ინგლისურის პედაგოგი
  • ლუკ ანდრიუ - ფიზკულტურის პედაგოგი
  • დენიელ კუტურიე - ბერტრან მორისეტი

ჯილდოები

ტრიუფომ მიიღო კანის კინოფესტივალის ჯილდო საუკეთესო რეჟისორი.[1] ოსკარების 32-ე დაჯილდოებაზე ფილმი ნომინირებული იყო საუკეთესო ორიგინალური სცენარის ჯილდოზე. ფილმმა მიიღო ნიუ-იორკის კინოკრიტიკოსთა ჯილდო,

ბრიტანეთის კინოინსტიტუტის სიაში 50 ფილმი, რომელიც 14 წლამდე უნდა ნახო ოთხასი დარტყმა 10 საუკეთესო ფილმს შორის დასახელდა.[2]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Festival de Cannes: The 400 Blows. festival-cannes.com. ციტირების თარიღი: 15 February 2009
  2. 50 films to see by age 15.