ჰეტი კარაუეი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/Cercvadze2001|Cercvadze2001]]|2=2020 წლის 12 თებერვალი}}
{{ინფოდაფა ლიდერი
{{ინფოდაფა ლიდერი
| სახელი = ჰეთი კარაუეი<br />Hattie Caraway
| სახელი = ჰეთი კარაუეი<br />Hattie Caraway

17:47, 12 თებერვალი 2020-ის ვერსია

ჰეთი კარაუეი
Hattie Caraway
ჰეთი კარაუეი Hattie Caraway
აშშ-ის სენატორი არკანზასის შტატიდან
თანამდებობაზე ყოფნის დრო
13 ნოემბერი, 1931 – 3 იანვარი, 1945
წინამორბედითადეუს კარაუეი
მემკვიდრეჯეიმს ფულბრაიტი

დაბადებული1 თებერვალი, 1878
ბეიკერვილი, ტენესი, აშშ
გარდაცვლილი21 დეკემბერი, 1950
ფოლს-ჩერჩი, ვირჯინია, აშშ
პოლიტიკური პარტიადემოკრატიული პარტია
მეუღლეთადეუს კარაუეი
შვილებიპოლ კარაუეი

ჰეთი კარაუეი (სრული სახელი — ჰეთი ოფელია უაიათ კარაუეი; ინგლ. Hattie Ophelia Wyatt Caraway; დ. 1 თებერვალი 1878, ბეიკერვილი, ტენესი, აშშ — გ. 21 დეკემბერი 1950, ფოლს-ჩერჩი, ვირჯინია, აშშ) — ამერიკელი პოლიტიკოსი, სენატორი არკანზასის შტატიდან 1931 წლიდან 1945 წლამდე. პირველი ქალი სენატორი, რომელიც დემოკრატიულად აირჩიეს, მანამდე პირველი ქალი, რომელიც მსახურობდა სენატში იყო რებეკა ლატიმერ ფელტონი, თუმცა მას არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია.

ბიოგრაფია

ადრეული წლები

ჰეთი უაიათი დაიბადა 1878 წლის 1 თებერვალს ტენესის შტატში. იგი იყო ლიუსი მილდრედ ბიორჩისა და უილიამ კეროლ უაიათის შვილი. როდესაც ჰეთის შუესრულდა ოთხი წელი, ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ჰუსტბურგში, სადაც ჰეთი შევიდა ებენეზერის კოლეჯში. მცირე ხნის შემდეგ, იგი გადავიდა სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, დიქსონის საშუალო კოლეჯში. აქვე, 1896 წელს, უაიათმა მიიღო ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი[1][2].

რამდენიმე წელი მუშაობდა მასწავლებლად. 1902 წელს ცოლად გაჰყვა თადეუს კარაუეის, რომელიც ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში გაიცნო. წყვილს შეეძინათ სამი შვილი: პოლი, ფორესტ და რობერტი (პოლი და ფორესტი მომავალში გახდნენ ამერიკის შეერთებული შტატების არმიის გენერლები). წყვილი დასახლდა ჯონსბოროში, არკანზასი, სადაც ტადეუსმა დაიწყო იურიდიული პრაქტიკა. ჰათი ზრუნავდა ბავშვებზე და ოჯახს ბამბის მეურნეობაში ეხმარებოდა[3][1].

პოლიტიკური კარიერა

ჰეთის მეუღლე, თადეუს კარაუეი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში აირჩიეს 1912 წელს და იქ მსახურობდა 1921 წლამდე, სანამ არ გახდა სენატორი. მიუხედავად იმისა, რომ არ ინტერესდებოდა ქმრის პოლიტიკური კარიერით, ჰეთიმ აირიდა სოციალური საქმიანობა და არ მიიღო მონაწილეობა ქალთა ხმის უფლებებისათვის ბრძოლაში[4].

ტადეუსი სენატორის თანამდებობაზე გარდაიცვალა 1931 წელს. არკანზასის გუბერნატორმა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ჰეთი გარდაცვლილი ქმრის თანამდებობაზე დანიშნა მისი უფლებამოსილების გასვლამდე. კარაუეი სენატორის მოვალეობის შესრულებას შეუდგა 1931 წლის 13 ნოემბერს[5].

როდესაც ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა ჩარლზ კერტისმა შესთავაზა ჰეთის, რომ ეხელმძღვანელა სენატის ერთ-ერთი კომიტეტისათვის, მან გამოაცხადა, რომ შეეცდებოდა მეორე ვადითაც ეყარა კენჭი. მეორედ არჩევის დროს, ლუიზიანას სენატორი ჰუი ლონგი ჩავიდა არკანზასში, რათა მხარი დაეჭირა ჰეთის საარჩევნო კამპანიისათვის[6].

1932 წელს სენატის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და მიიღო ხმების 91,62 %[7], გახდა პირველი ქალი, რომელიც სენატის წევრი გახდა დემოკრატიული არჩევნების საფუძველზე[8]. 1938 წლის არჩევნებზე მიიღო ხმების 89,58 % და ხელახლა აირჩიეს სენატორის თანამდებობაზე. 1944 წელს სცადა მესამედ არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ პრაიმერიზში მარცხი განიცადა[2].

სენატორმა ჰეთი კარაუეიმ მხარი დაუჭირა მშრალ კანონს. იყო ფრანკლინ დელანო რუზველტის ეკონომიკური პოლიტიკის მხარდამჭერი[9][1]. სენატში ხელმძღვანელობდა კანონპროექტების დარეგისტრირების კომიტეტს[6].

სენატში გატარებული წლებისა და შრომის მიუხედავად იგი სიტყვით ნაკლებად გამოდიოდა: 13 წლიანი სენატორობის პერიოდში სულ 15-ჯერ გამოვიდა სიტყვით. ამის გამო მას ჟურნალისტებმა „წყნარი ჰეთი“ შეარქვეს[10].

უკანასკნელი წლები

სენატი დატოვა 1945 წლის 3 იანვარს, მაგრამ გააგრძელა პოლიტიკური მოღვაწეობა. 1945 წლიდან 1946 წლამდე მსახურობდა შეერთებული შტატების მშრომელთა კომპენსაციის კომისიაში. 1946 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა სააპელაციო საბჭოში. გარდაიცვალა 1950 წლის 21 დეკემბერს ინსულტის შედეგად ვირჯინიაში. დაკრძალულია უესტლონის სასაფლაოზე ჯონსბოროში, მეუღლის გვერდით[1][5].

ლიტერატურა

სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Hattie Ophelia Wyatt Caraway (1878–1950) - Encyclopedia of Arkansas. www.encyclopediaofarkansas.net. ციტირების თარიღი: 2018-06-01.
  2. 2.0 2.1 CARAWAY, Hattie Wyatt - Biographical Information. bioguide.congress.gov. ციტირების თარიღი: 2018-06-01.
  3. Nancy Hendricks, Senator Hattie Caraway: An Arkansas Legacy (2013)
  4. Bill Clinton's native Arkansas no friend to women.
  5. 5.0 5.1 „Hattie Ophelia Caraway | United States senator“. Encyclopedia Britannica (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-11-17.
  6. 6.0 6.1 Hattie Wyatt Caraway. www.nndb.com. ციტირების თარიღი: 2018-06-01.
  7. Our Campaigns - AR US Senate Special Race - Jan 12, 1932. www.ourcampaigns.com. ციტირების თარიღი: 2018-06-01.
  8. U.S. Senate: Hattie Wyatt Caraway: A Featured Biography. www.senate.gov. ციტირების თარიღი: 2018-06-01.
  9. Hattie Wyatt Caraway. www.nndb.com. ციტირების თარიღი: 2018-11-17.
  10. Molly A. Mayhead, Brenda DeVore Marshall. Women's Political Discourse: A 21st-Century Perspective. — Rowman & Littlefield Publishers, 2005-09-21. — 309 с. — ISBN 9781461622444.