ლერი გოგოლაძე: განსხვავება გადახედვებს შორის
ახალი გვერდი: '''ლერი გოგოლაძე''' (დ. 1 აპრილი, 1938, თბილისი, საქართველო) — ქა... |
(განსხვავება არ არის)
|
09:38, 1 აპრილი 2019-ის ვერსია
ლერი გოგოლაძე (დ. 1 აპრილი, 1938, თბილისი, საქართველო) — ქართველი სპორტსმენი (წყალბურთი), მათემატიკოსი. 1961 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა–ფიზიკის ფაკულტეტი. 1985-1987წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი. 1987 წლიდან ამავე უნივერსიტეტის ზოგადი მათემატიკის კათედრის გამგე. მონაწილეობდა საქართველოს ნორჩ მათემატიკოსთა ნაკრების საერთაშორისო ოლიმპიადებისათვის მომზადებაში. 1957-1972წწ. თამაშობდა თბილისის წყალბურთელთა გუნდ "დინამოში"; 1959-1964წწ იყო სსრკ ნაკრების მეკარე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. არის სსრკ ჩემპიონატის მრავალგზის პრიზიორი.
ტიტულები და ჯილდოები
ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი: 1960 (რომი)
მსოფლიო უნივერსიადის ვიცე-ჩემპიონი: 1953 (პორტუ ალეგრე)
ევროპის ვიცე-ჩემპიონი: 1962 (ლაიპციგი)
სსრკ ვიცე-ჩემპიონი: 1960, 1962
სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1958, 1964, 1966
სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი: 1963
სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ბრინჯაოს პრიზიორი: 1959, 1967
სსრკ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი - 1960
ღირსების ორდენი
- -1985 წელს მიენიჭა პროფესორის ხარისხი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი
- -1985-1987 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი სასწავლო დარგში
- -1987 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის კათედრის გამგე
წელი | ტურნირი | მასპინძელი | ადგილი |
---|---|---|---|
1960 | ზაფხულის XVII ოლიმპიური თამაშები | რომი, იტალია | |
1962 | ევროპის ჩემპიონატი | ლაიფციგი, გდრ |