ლერი გოგოლაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოგოლაძე.
ლერი გოგოლაძე
Leri Gogoladze 1962.jpg
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 1 აპრილი 1938(1938-04-01) (82 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი
სიმაღლე 185
წონა 87
ქვეყანა საქართველო
ჯილდოები სსრკ-ის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი

ლერი დავითის ძე გოგოლაძე (დ. 1 აპრილი, 1938, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი წყალბურთელი და მათემატიკოსი. 1961 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა–ფიზიკის ფაკულტეტი. 1985 წელს მიენიჭა დოქტორის ხარისხი, ხოლო 1987 წელს ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა პროფესორის. 1985–1987 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი. 1987 წლიდან ამავე უნივერსიტეტის ზოგადი მათემატიკის კათედრის გამგე. მონაწილეობდა საქართველოს ნორჩ მათემატიკოსთა ნაკრების საერთაშორისო ოლიმპიადებისათვის მომზადებაში. 1957–1972 წლებში თამაშობდა თბილისის წყალბურთელთა გუნდ „დინამოში“; 1959–1964 წლებში იყო სსრკ ნაკრების მეკარე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი. არის სსრკ ჩემპიონატის მრავალგზის პრიზიორი.

ტიტულები და ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლერი გოგოლაძე არის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი (1960, რომი), მსოფლიო უნივერსიადის ვიცე-ჩემპიონი (1953, პორტუ-ალეგრე), ევროპის ვიცე-ჩემპიონი (1962, ლაიფციგი) სსრკ ვიცე-ჩემპიონი (1960, 1962), სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1958, 1964, 1966), სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი (1963), სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ბრინჯაოს პრიზიორი (1959, 1967), სსრკ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1960).

ძირითადი შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ტურნირი მასპინძელი ადგილი
1960 ზაფხულის XVII ოლიმპიური თამაშები რომი, იტალია 2nd
1962 ევროპის ჩემპიონატი ლაიფციგი, გდრ 2nd

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]