დედაპლატა: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
No edit summary |
|||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[File:Acer E360 Socket 939 motherboard by Foxconn.svg|thumb|'''[[Acer]]'''-ის პერსონალური კომპიუტერის დედაპლატა. მასზე ნაჩვენებია დედაპლატაზე განთავსებული ძირითადი კომპონენტები. ეს მოდელი შეიქმნა Foxconn-ის მიერ, 2007 წელს, [[AMD]]-ს [[Athlon 64]] [[პროცესორი| პროცესორთან]] სამუშაოდ და არის [[ATX]] აგებულების ("[[ფორმ-ფაქტორი]]"). ]] |
[[File:Acer E360 Socket 939 motherboard by Foxconn.svg|thumb|'''[[Acer]]'''-ის პერსონალური კომპიუტერის დედაპლატა. მასზე ნაჩვენებია დედაპლატაზე განთავსებული ძირითადი კომპონენტები. ეს მოდელი შეიქმნა Foxconn-ის მიერ, 2007 წელს, [[AMD]]-ს [[Athlon 64]] [[პროცესორი| პროცესორთან]] სამუშაოდ და არის [[ATX]] აგებულების ("[[ფორმ-ფაქტორი]]"). ]] |
||
'''დედაპლატა''' ასევე '''დედადაფა''', '''მთავარი დაფა''' ან '''სისტემური დაფა''' |
'''დედაპლატა''' ასევე '''დედადაფა''', '''მთავარი დაფა''' ან '''სისტემური დაფა''' — კომპიუტერის მთავარი სისტემური პლატა. მის მთავარ ფუნქციას წარმოადგენს მასზე განლაგებული ძირითადი და პერიფერიული მოწყობილობების ერთმანეთთან დაკავშირება. |
||
== აგებულება == |
== აგებულება == |
08:13, 13 დეკემბერი 2018-ის ვერსია
დედაპლატა ასევე დედადაფა, მთავარი დაფა ან სისტემური დაფა — კომპიუტერის მთავარი სისტემური პლატა. მის მთავარ ფუნქციას წარმოადგენს მასზე განლაგებული ძირითადი და პერიფერიული მოწყობილობების ერთმანეთთან დაკავშირება.
აგებულება
თანამედროვე დედაპლატებზე განლაგებულია:
- სოკეტები (ან სლოტები), რაშიც მოთავსებულია პროცესორი
- მეხსიერების მოდულის სლოტები
- ჩიპსეტი, რომელიც აკავშირებს ცენტრალურ პროცესორის , მთავარ მეხსიერების და პერიფერიული მოწყობილობების სალტეებს
- მუდმივი მეხსიერების მოდულები (თანამედროვე დედაპლატებში ძირითადად Flash ROM), რომელიც შეიცავს ჩაშენებულ სისტემურ პროგრამულ უზრუნველყოფას ან BIOS-ს
- ტაქტური იმპულსების გენერატორი. რომელიც გამოიმუშავებს ელექტრულ იმპულსებს თანაბარი შუალედებით და უზრუნველყოფს პლატების სინქრონიზებულ მუშაობას
- გაფართოების დაფების სლოტები
- კვების კონექტორები
- მყარი დისკების კონექტორები
ფორმ-ფაქტორი
დედაპლატის დიზაინები განსხვავებული ზომისა და ფორმისაა, რასაც კომპიუტერის " ფორმ-ფაქტორს" ეძახიან. ის ინდივიდუალურია და ძირითადად დამოკიდებულია მწარმოებელზე.
არსებობს დედაპლატის ფორმ-ფაქტორების მრავალი ტიპი. მაგ.: AT, ATX, BTX, NLX, LPX, XTX, microATX, Mini-ATX, MicroBTX, Mini-ITX, Nano-ITX, Pico-ITX და ა.შ.
კომპონენტები
ჩიპსეტები
ჩიპსეტი არის მიკროსქემათა ნაკრები, რომელიც არეგულირებს პროცესორს, მეხსიერების მოდულებს, გაფართოების სლოტებსა და პერიფერიებს შორის ინფორმაციის მიმოსვლას. ჩიპსეტი თავისი ფუნქციური დატვირთვით ორი ტიპის გვაქვს: ჩრდილოეთის ჩიპსეტი(Northbridge) და სამხრეთის ჩიპსეტი(Southbridge). ჩრდილოეთის ჩიპსეტი წარმოადგენს მიკროსჩიპების მთავარ ერთობლიობას. ის წინა-მხრის სალტეთი უკავშირდება პროცესორის და უზრუნველყოფს მის დაკავშირებას მეხსიერებისა და ინტეგრირებული ვიდეოდაფის მოდულებთან. ის ასევე უკავშირდება სამხრეთ ჩიპსეტს. სამხრეთ ჩიპსეტი აკავშირებს ყველა დანარჩენ პერიფერულ მოწყობილობას. მისი უშუალო კონტროლის ძირითადი ობიექტებია: შეტანა/გამოტანის პორტები, გაფართოების სლოტები, BIOS და CMOS ბატარეა.
სოკეტი
სოკეტი ან სლოტი (მოძვ.) არის ბუდე, რომელშიც თავსდება კომპიუტერის ცენტრალური პროცესორი.