რჟეჟი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
GiorgiXIII (განხილვა | წვლილი) No edit summary |
GiorgiXIII (განხილვა | წვლილი) |
(განსხვავება არ არის)
|
23:07, 26 ოქტომბერი 2018-ის ვერსია
რჟეჟი (ჩეხ.: Řež) — ფართე ტერიტორიაზე გაშლილი სოფლის ტიპის დასახლება ვლტავის რკალზე და მის მარჯვენა ნაპირზე, დაახლ. 12 კმ ჩრდილოეთით პრაღიდან, ცენტრალური ბოჰემიის მხარეში, პრაღა-ვიხოდის რაიონში (პრაღა-აღმოსავლეთი), ეკუთვნის ჰუსინეცის თემს.
ჰუსინეცი და რჟეჟი ერთად ქმნიან ერთიან საკადასტრო ერთეულს ჰუსინეცი რჟეჟთან, სოფელი ჰუსინეცი მდებარეობს იგივე განაშენიანების სარტყელში, რჟეჟიდან აღმოსავლეთით. სოფელ ჰუსინეცის განაშენიანების დიდი ნაწილი და მისი გამგეობა მდებარეობს რჟეჟის ტერიტორიაზე. სოფლის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს ÚJV Řež-ის ტერიტორია, სადაც განთავსებულია სხვადასხვა ფირმები, რჟეჟის კვლევითი ინსტიტუტი და ჩეხეთის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტი. რჟეჟში არის ფოსტა და წმ. ვაცლავის ეკლესია.
დემოგრაფია
წელი | 1843 | 1890 | 1910 | 1930 | 1950 | 1970 | 1991 |
---|---|---|---|---|---|---|---|
მცხოვრებთა რაოდენობა | 41 | 52 | 47 | 276 | 386 | 361 | 694 |
წყარო
- ეს სტატია ნათარგმნია ჩეხური ვიკიპედიის სტატიიდან: Řež