რჟეჟი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჟეჟი (ჩეხ.: Řež) — ფართე ტერიტორიაზე გაშლილი სოფლის ტიპის დასახლება ვლტავის რკალზე და მის მარჯვენა ნაპირზე, დაახლ. 12 კმ ჩრდილოეთით პრაღიდან, ცენტრალური ბოჰემიის მხარეში, პრაღა-ვიხოდის რაიონში (პრაღა-აღმოსავლეთი), ეკუთვნის ჰუსინეცის თემს.

ჰუსინეცი და რჟეჟი ერთად ქმნიან ერთიან საკადასტრო ერთეულს ჰუსინეცი რჟეჟთან, სოფელი ჰუსინეცი მდებარეობს იგივე განაშენიანების სარტყელში, რჟეჟიდან აღმოსავლეთით. სოფელ ჰუსინეცის განაშენიანების დიდი ნაწილი და მისი გამგეობა მდებარეობს რჟეჟის ტერიტორიაზე. სოფლის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს ÚJV Řež-ის ტერიტორია, სადაც განთავსებულია სხვადასხვა ფირმები, რჟეჟის კვლევითი ინსტიტუტი და ჩეხეთის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტი. რჟეჟში არის ფოსტა და წმ. ვაცლავის ეკლესია.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი 1843 1890 1910 1930 1950 1970 1991
მცხოვრებთა რაოდენობა 41 52 47 276 386 361 694