მარხვანი 1446/322: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: მინი|256x256პქ|მარხვანი, XIII-XIV სს. '''მარხვანი''', ХIII-XIV ს...
(განსხვავება არ არის)

07:37, 28 სექტემბერი 2016-ის ვერსია

მარხვანი, XIII-XIV სს.

მარხვანი, ХIII-XIV სს. (საქართველოს ეროვნული არქივის ფონდი #1446, ხელნაწერი #322) 41 ფურცელი. ეტრატი; ზომა: 220x142; ზედა ფენა – კუთხოვანი ნუსხური; მელანი – შავი; სათაურები და საზედაო გრაფემები სინგურით. ყველა გვერდი პალიმფსესტურია; ქვედა ტექსტი სომხურია და ლექციონარის სომხურ თარგმანს წარმოადგენს; პალიმფსესტური ტექსტი ზედა ტექსტთან მიმართებაში ვერტიკალურად არის ნაწერი. ზედა ტექსტის ორი ფურცელი ქმნის ქვედა ტექსტის ერთ ფურცელს. სომხური ხელნაწერის თარიღის ზედა ქრონოლოგიური ზღვარი – IX-X სს. ლექციონარის სომხურმა თარგმანმა, ქართულ და ალბანურ თარგმანებთან ერთად, ღვთისმსახურების უძველესი იერუსალიმური პრაქტიკა შემოგვინახა.