მარხვანი 1446/322
მარხვანი, ХIII-XIV სს. (საქართველოს ეროვნული არქივის ფონდი #1446, ხელნაწერი #322) 41 ფურცელი. ეტრატი; ზომა: 220x142; ზედა ფენა – კუთხოვანი ნუსხური; მელანი – შავი; სათაურები და საზედაო გრაფემები სინგურით.
ყველა გვერდი პალიმფსესტურია; ქვედა ტექსტი სომხურია და ლექციონარის სომხურ თარგმანს წარმოადგენს; პალიმფსესტური ტექსტი ზედა ტექსტთან მიმართებაში ვერტიკალურად არის ნაწერი. ზედა ტექსტის ორი ფურცელი ქმნის ქვედა ტექსტის ერთ ფურცელს. სომხური ხელნაწერის თარიღის ზედა ქრონოლოგიური ზღვარი – IX-X სს. ლექციონარის სომხურმა თარგმანმა, ქართულ და ალბანურ თარგმანებთან ერთად, ღვთისმსახურების უძველესი იერუსალიმური პრაქტიკა შემოგვინახა.
ხელნაწერი 2015 წელს იუნესკომ შეიტანა მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრში.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- „UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრი. საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ხელნაწერები“. თბილისი, 2016. რედაქტორ-შემდგენელი ქეთევან ასათიანი.