საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
gcache removed this entry
ხაზი 1: ხაზი 1:
'''საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო''' — [[საქართველოს იუსტიციის სამინისტრო]]ს მმართველობის სფეროში შემავალი [[საჯარო სამართლის იურიდიული პირი]], რომელიც შექმნილია „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე [[2004]] წლის [[19 ივლისი|19 ივლისს]]. სააგენტოს შექმნამ, პრაქტიკულად, საფუძველი დაუდო ქვეყანაში ახლებური სარეგისტრაციო სისტემის ჩამოყალიბებას.<ref>[http://webcache.googleusercontent.com/search?q=cache:YQ_Md49ZyCAJ:napr.gov.ge/download_publicfile2.php%3Fpath%3Dnapr_debuleba.pdf+&cd=1&hl=en&ct=clnk&gl=ge საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრისეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ]</ref>
'''საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო''' — [[საქართველოს იუსტიციის სამინისტრო]]ს მმართველობის სფეროში შემავალი [[საჯარო სამართლის იურიდიული პირი]], რომელიც შექმნილია „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე [[2004]] წლის [[19 ივლისი|19 ივლისს]]. სააგენტოს შექმნამ, პრაქტიკულად, საფუძველი დაუდო ქვეყანაში ახლებური სარეგისტრაციო სისტემის ჩამოყალიბებას.<ref>[https://archive.is/20141003091155/napr.gov.ge/download_publicfile2.php?path=napr_debuleba.pdf საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრისეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ]</ref>


[[საქართველო]]ში მოქმედი უძრავი ქონების რეესტრი ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და ეფექტური სისტემაა. [[საბჭოთა კავშირი]]ს ეპოქაში, კერძო საკუთრებად მხოლოდ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები მიიჩნეოდა, თუმცა მიწა, რომლებზეც ისინი იყო აშენებული, სახელმწიფოს ეკუთვნოდა. უფრო მეტიც: მოქალაქეების საკუთრებად არც მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები ითვლებოდა.<ref name="სრეს" />
[[საქართველო]]ში მოქმედი უძრავი ქონების რეესტრი ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და ეფექტური სისტემაა. [[საბჭოთა კავშირი]]ს ეპოქაში, კერძო საკუთრებად მხოლოდ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები მიიჩნეოდა, თუმცა მიწა, რომლებზეც ისინი იყო აშენებული, სახელმწიფოს ეკუთვნოდა. უფრო მეტიც: მოქალაქეების საკუთრებად არც მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები ითვლებოდა.<ref name="სრეს" />

03:18, 12 მარტი 2015-ის ვერსია

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსაქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 2004 წლის 19 ივლისს. სააგენტოს შექმნამ, პრაქტიკულად, საფუძველი დაუდო ქვეყანაში ახლებური სარეგისტრაციო სისტემის ჩამოყალიბებას.[1]

საქართველოში მოქმედი უძრავი ქონების რეესტრი ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და ეფექტური სისტემაა. საბჭოთა კავშირის ეპოქაში, კერძო საკუთრებად მხოლოდ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები მიიჩნეოდა, თუმცა მიწა, რომლებზეც ისინი იყო აშენებული, სახელმწიფოს ეკუთვნოდა. უფრო მეტიც: მოქალაქეების საკუთრებად არც მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები ითვლებოდა.[2]

1990-იან წლებში საქართველოში დაწყებულმა პრივატიზაციის პროცესმა, მიწასთან და ბინებთან დაკავშირებულმა რეფორმებმა დღის წესრიგში უძრავი ქონების სფეროში არსებული მონაცემების მოწესრიგება, სისტემატიზაცია და კოორდინაცია დააყენა. აუცილებელი გახდა ისეთი ორგანიზაციის ჩამოყალიბება, სადაც ეს ინფორმაცია მთლიანად მოიყრიდა თავს.[2]

1998 წელს მიღებულ სამოქალაქო კოდექსში სახელმწიფომ უძრავი ქონების მონაცემთა ერთიან ბაზაში — საჯარო რეესტრში თავმოყრა გაითვალისწინა. დარგის ადმინისტრირების მიზნით, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი შეიქმნა. ამ ნაბიჯით საქართველოში რეფორმის პირველი ეტაპი დაიწყო. მიუხედავად ამისა, ტექბიუროები, რომელიც თვითმმართველობების დაქვემდებარებაში იყო, ინერციით კვლავ განაგრძობდნენ არსებობას და ბინებსა და ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე საკუთრების უფლებას არეგისტრირებდნენ. სახეზე იყო ფუნქციათა დუბლირება, ანუ ერთი და იგივე ფუნქციას რეალურად სხვადასხვა უწყებები ასრულებდნენ, ისე, რომ მათ შორის არ არსებობდა არანაირი კოორდინაცია. 2002-2003 წლებში, უძრავი ქონების ბაზრის განვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვნად იმატა მოქალაქეების მხრიდან უფლებათა რეგისტრაციის მოთხოვნამ.[2]

2004 წელს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი, მოგვიანებით კი ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებიც გაუქმდა. უძრავ ქონებაზე უფლებათა რეგისტრაციისთვის ახალი უწყება — საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი — საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო შეიქმნა. მიწის მართვის დეპარტამენტსა და ტექბიუროებში დაცულმა ინფორმაციამ თავი მთლიანად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოიყარა, მიწის ადმინისტრირების ფუნქციები კი სხვადასხვა უწყებებს გადაეცათ. ამ ცვლილებებმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საშუალება მისცა, უფრო მეტად მოქნილი და კონკრეტულ სფეროზე ფოკუსირებული გამხდარიყო.[2]

უწყებაში რეფორმების გატარება ოთხი ძირითადი — საკანონმდებლო, ინსტიტუციური, ადმინისტრაციული და ტექნოლოგიური მიმართულებებით დაიწყო. მთავარი აქცენტი სარეგისტრაციო პროცედურების გამარტივებასა და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების პრაქტიკულ გამოყენებაზე გაკეთდა.[2]

სქოლიო