რაჭის მაზრა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
 
No edit summary
ხაზი 3: ხაზი 3:




[[კატეგორია:საქართველოს მაზრები]]
[[კატეგორია:ქუთაისის გუბერნია]]

21:16, 31 ივლისი 2007-ის ვერსია

რაჭის მაზრა, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული რუსეთის იმპერიაში. ქუთაისის გუბერნიის შემადგენელი ნაწილი. ადმინისტრაციული ცენტრი ონი, ფართობი 2857 კმ², მოსახლეობა 72742 კაცი (XIX საუკუნის მიწურულის მონაცემები). ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე რაჭა 1811-იდან რაჭის ოკრუგის სახელწოდებით იმერეთის ოლქის შემადგენლობაში იყო. 1840 წელს ეწოდა რაჭის უბანი და შევიდა საქართველო-იმერეთის გუბერნიის ქუთაისის მაზრის შემადგენლობაში. 1846, ქუთაისის გუბერნიის შექმნის შემდეგ, რაჭის უბანს დაემატა ოსეთის ოკრუგის მამისონის ხეობის სოფლები და იწოდა რაჭის მაზრად. იყოფოდა ბუგეულის, კუდარო-მამისონის, უწერისა და ხოტევის უბნებად, ხოლო 1888 წლიდან ამბროლაურისა და ონის უბნებად. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების (1921) შეიქმნა იმავე რაჭის მაწრის სახელწოდება ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, რომელიც 1928 წელს გაერთიანდა ლეჩხუმის მაზრასთან და იწოდა რაჭა-ლეჩხუმის მაზრად. გაუქმდა 1930 წელს.