სამხრეთი კარპატები: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა ქედი |სახელი = სამხრეთი კარპატები |ფაილი =...
(განსხვავება არ არის)

18:47, 22 იანვარი 2014-ის ვერსია

თარგი:ინფოდაფა ქედი სამხრეთი კარპატები, ტრანსილვანიის ალპები (რუმ. Carpatii Meridionali) — კარპატების ნაწილი რუმინეთში, პრედიალის უღელტეხილსა და დუნაის რკინის ჭიშკარს შორის. სიგრძე დაახლოებით 300 კმ. შედგება გრანიტებითა და გნასიებით, აგრეთვე კირქვებითა და ქვიშაქვებით აგებული მარალმთიანი მასივებისაგან. მაღალ მწვერვალებზე ალპური რელიეფის ფორმებია. სიმაღლე 2543 მ-მდე (მთა მოლდოვიანუ). დასერილია ჟიუს, ოლტის, ჩერნის ხეობებით. სეისმურია. 900-1000 მ-მდე შემოსილია წიფლნარითა და მუხნარით, 1700 მ-მდე უმთავრესად წიწვნარია, ზევით - სუბალპური და ალპური mდელოები. ნავტობის, ქვანახშირის, სუფრის მარილის საბადოები. არის კურორტები.

71