მარიამ ბაუერი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
No edit summary |
მ removed Category:ქართველები using HotCat |
||
ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
[[კატეგორია:ქართველები]] |
|||
[[კატეგორია:გერმანელები]] |
[[კატეგორია:გერმანელები]] |
||
[[კატეგორია:ქართველი ბალერინები]] |
[[კატეგორია:ქართველი ბალერინები]] |
14:15, 26 მაისი 2013-ის ვერსია
მარიამ ბენიამინის ასული ბაუერი (დ. 16 მაისი/29 მაისი, 1909, თბილისი ― გ. 6 სექტემბერი, 1995, მოსკოვი, დაკრალულია თბილისში), ბალეტის მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1955)
1923 წელს თბილისში დაამთავრა მ. პერინის ქორეოგრაფიული სტუდია. იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში. 1929-1930 წლებში სწავლობდა ლენინგრადის საბალეტო ტექნიკუმში. 1930-1960 წლებში კვლავ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია. 1936-1942 წლებში მუშობდა პედაგოგად თბილისის ქორეოგრაფიულ სტუდიაში. 1960 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტმაისტერ-რეპეტიტორია. ბაუერს ახასიათბდა ექსპრესია, ცეცხლოვანი გრნობა, მდიდარი ტექნიკა და მიმიკა. შეასრულა პარტიები: გულნარა (პუნის „კორსარი“), ზარემა (ასაფიევის „ბახჩისარაის შადრევანი“), თოჯინა (დელიბის „კოპელია“), ოდეტა (ჩაიკოვსკის „გედის ტბა“), ტაო-ხოა (გლიერის „წითლი ზვავილი“) და სხვა. ბაუერის ნიჭის თავისებურებანი განსაკუთრებით მკაფიოდ გამოვლინდა სახასიათო პარტიებში: ქუჩის მოცეკვავე (მინკუსის „დონ კიხოტი“), ესპანური ცეკვა (ჩაიკოვსკის „გედის ტბა“), ინდური ცეკვა (თორაძის „გორდა“, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1951) და სხვა.
ლიტერატურა
- ქსე, ტ. 2, გვ. 233, თბ., 1977
- გვარამაძე ლ., ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 1, გვ. 370, თბ., 1997