Đ: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2) (Robot: Modifying ja:Đ to ja:ストローク付きD
r2.7.3) (Robot: Modifying ja:ストローク付きD to ja:Đ
ხაზი 24: ხაზი 24:
[[hr:Đ]]
[[hr:Đ]]
[[it:Đ]]
[[it:Đ]]
[[ja:ストローク付きD]]
[[ja:Đ]]
[[ko:Đ]]
[[ko:Đ]]
[[nl:Đ]]
[[nl:Đ]]

01:04, 31 დეკემბერი 2012-ის ვერსია

Đ, đ

Đ, đ არის გავრცობილი ლათინური ანბანის ერთ-ერთი ასო-ნიშანი ზოგიერთ სამხრეთსლავურ ენაში, სერბულ-ხორვატული ენის (ხორვატული, ბოსნიური), ასევე ვიეტნამური ანბანებისთვის.

ეს ნიშანი, რომელიც ლათინური ანბანის D, d ასოს შუა წელზე დამატებითი, ჰორიზონტალური ხაზის დართვით შეიქმნა, თავდაპირველად გამოიყენებოდა შუა საუკუნეების ლათინურში „დ“-ს ასო-ნიშნის შემცველ შემოკლებათა გამოსასახავად. მაგ.; scđo გამოსახავდა სიტყვა secundo-ს.

სრულფასოვანი ასო-ნიშნის სტატუსი მოიპოვა 1830 წელს ე.წ. „გაიევიცა“-ში, - ეს სახელი სერბოხორვატული ანბანის ლათინურ ვარიანტს დაარქვეს სერბებმა, ხორვატებმა, ბოსნიელებმა ხორვატი სლავისტისა და ახალი ხორვატიული სამწერლობო ენის ფუძემდებლის ლიუდევიტ გაის პატივსაცემად, რომელშიც იგი კირილური ანბანის Ђ, ђ ასო-ბგერის ფუნქციას ასრულებს.

სერბოხორვატულში წარმოითქმის როგორც ქართული "ჯ". როგორც ცნობილია, სერბეთი მოიხმარს ორ, კირილურსა (ე. წ. ჩირილიცას) და ლათინურ, - სლავურ ქვეყნებში „ლატინიცად“ წოდებულ ანბანს, ანუ ჟურნალ-გაზეთები სერბეთში ორ ანბანზე იბეჭდება. სერბულ ე.წ. "ჩირილიცაში" შეესაბამება Ђ,ђ. მაგ.; ლათინიცაზე Đenova, Đavo. კირილიცაზე Ђенова, ђаво.

გარდა ამისა, ეს ასო გამოიყენება ვოდურ ანბანში, სადაც იგი აღნიშნავს [d']-ს, ასევე იგი გვხვდება ვიეტნამურ ანბანში. ვიეტნამურში ის აღნიშნავს [d]-ს (ე.წ. „ტრადიციული“ D, d-საგან განსხვავებით, რომელიც [z]-ს აღნიშნავს).

ლიტერატურა

Jahić, Dževad; Halilović, Senahid; Palić, Ismail; Gramatika Bosanskoga Jezika. Urednik izdanija prof. Redžo Čaušević. Glavni i odgovorni urednik: dr. Hasnija Muratagić. Zenica: Dom Štampe, 2000.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Đ&oldid=2223574“-დან