ჰაბლის კანონი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.6.8) (ბოტის დამატება: ur:قانون ہبل
ბოტის დამატება: pnb:ہبل دا قنون
ხაზი 48: ხაზი 48:
[[no:Hubbles lov]]
[[no:Hubbles lov]]
[[pl:Prawo Hubble'a]]
[[pl:Prawo Hubble'a]]
[[pnb:ہبل دا قنون]]
[[pt:Lei de Hubble-Humason]]
[[pt:Lei de Hubble-Humason]]
[[ro:Legea lui Hubble]]
[[ro:Legea lui Hubble]]

07:42, 15 დეკემბერი 2012-ის ვერსია

გალაქტიკების სიჩქარის დამოკიდებულება მათ დედამიწამდე მანძილზე, (გრაფიკი ორიგინალი აღებულია ჰაბლის 1929 წლის შრომიდან).


ჰაბლის კანონი აღწერს ფიზიკურ დაკვირვებას, რომლის თანახმად სხვადადასხვა გალაქტიკების სიჩქარე დედამიწის მიმართ პროპორციულია მანძილისა ამ გალაქტიკებიდან ჩვენამდე [1]. ეს კანონი პირველად გამოიყვანა ჯორჯ ლემეტრმა 1927 წელს[2]. ფარდობითობის ზოგადი თეორიის განტოლებიდან. ედუინ ჰაბლმა ის ემპირიულად გამოიყვანა 1929 წელს [3] დაკვირვებიდან ახლო ხანებში. სხეულთა დაცილების სიჩქარეზე მიანიშნებდა მათი წითელი წანაცვლება, რაც ვესტო სლიფერის (1917) ადრეული გაზომვებით მის მიერვე იყო დაკავშირებული სიჩქარესთან.[4] ეს მიიჩნევა გაფართოებადი სივრცის პარადიგმის პირველ საბაზისო დაკვირვებად და დღეს გამოიყენება, როგორც ერთერთი ყველაზე ხშირად ხმობილი საბუთი დიდი აფეთქების მოდელში.

ჰაბლის კანონს ხშირად აღწერენ ტოლობით v = H0D, სადაც H0 არის პროპორციულობის კოეფიციენტი (ჰაბლის მუდმივა) გალაქტიკის მანძილსა D და მის სიჩქარეს v შორის. SI სისტემაში H0-ის ერთეულია წმ-1, მაგრამ ყველაზე ხშირად გამოიყენება (კმ/წმ)/მგპს, რაც გვაძლევს ერთი მეგაპარსეკით დაშორებული გალაქტიკის სიჩქარეს კმ/წმ ერთეულებში.

თანამედროვე გაზომვებით 2010 წელს განსაზღვრული პროპორციულობის მუდმივა, რაც ეყრდნობა ჰაბლის სივრცული ტელესკოპის მიერ გრავიტაციული ლინზების გაზომვებს იძლევა: H0=70.6 ± 3.1 (კმ/წმ)/მგპს [5]. 2009 წელს აგრეთვე ჰაბლის სივრცული ტელესკოპის გამოყენებით გაწომილი იყო H0=74.2 ± 3.6 (კმ/წმ)/მგპს [6]. შედეგები თანხმობაშია ადრეულ გაზომვებთანაც, რომლის თანახმად H0=72 ± 8 (კმ/წმ)/მგპს რაც განსაზღვრული იყო აგრეთვე ჰაბლის სივრცული ტელესკოპის მიერ 2001 წელს [7]. 2006 წლის აგვისტოში ნაკლებად ზუსტი გაზომვები ჩატარდა დამოუკიდებლად ნასას ჩანდრა რენდგენის სხივების ობსერვატორიის მონაცემებზე დაყრდნობით: H0=77 (კმ/წმ)/მგპს ან დაახლოებით 2.5x10-10 წმ-1 განუზრვრელობით ± 15% [8]. არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით ნასა ასკვნის, რომ მუდმივაა 70.8 ± 1.6 (კმ/წმ)/მგპს თუ ვივარაუდებთ, რომ სივრცე ბრტყელია ან 70.8 ± 4.0 (კმ/წმ)/მგპს სახვა შემთხვევაში [9].



სქოლიო

  1. (2001) რედ. Peter Coles: Routledge Critical Dictionary of the New Cosmology. Routledge, გვ. 202. ISBN 0203164571. 
  2. Lemaître, Georges (1927). „Un univers homogène de masse constante et de rayon croissant rendant compte de la vitesse radiale des nébuleuses extra-galactiques“. Annales de la Société Scientifique de Bruxelles. A47: 49–56.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link) translated by A. S. Eddington Lemaître, Georges (1931). „Expansion of the universe, A homogeneous universe of constant mass and increasing radius accounting for the radial velocity of extra-galactic nebulæ“. Monthly Notices of the Royal Astronomical Society. 91: 483–490.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  3. Hubble, Edwin, "A Relation between Distance and Radial Velocity among Extra-Galactic Nebulae" (1929) Proceedings of the National Academy of Sciences of the United States of America, Volume 15, Issue 3, pp. 168-173 (Full article, PDF)
  4. Malcolm S Longair (2006). The Cosmic Century. Cambridge University Press, გვ. 109. ISBN 0521474361. 
  5. S. H. Suyu, P. J. Marshall, M. W. Auger, S. Hilbert, R. D. Blandford, L. V. E. Koopmans, C. D. Fassnacht and T. Treu. Dissecting the Gravitational Lens B1608+656. II. Precision Measurements of the Hubble Constant, Spatial Curvature, and the Dark Energy Equation of State. The Astrophysical Journal, 2010; 711 (1): 201 DOI: 10.1088/0004-637X/711/1/201
  6. Refined Hubble Constant Narrows Possible Explanations for Dark Energy (2009-05-09). ციტირების თარიღი: 2009-05-09.
  7. W. L. Freedman, B. F. Madore, B. K. Gibson, L. Ferrarese, D. D. Kelson, S. Sakai, J. R. Mould, R. C. Kennicutt, Jr., H. C. Ford, J. A. Graham, J. P. Huchra, S. M. G. Hughes, G. D. Illingworth, L. M. Macri, P. B. Stetson (2001). „Final Results from the Hubble Space Telescope Key Project to Measure the Hubble Constant“. The Astrophysical Journal. 553 (1): 47–72. doi:10.1086/320638.CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link) CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  8. Chandra Confirms the Hubble Constant (2006-08-08). ციტირების თარიღი: 2007-03-07.
  9. WMAP's Universe. NASA.