ნორვეგიული კრონი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2+) (ბოტის შეცვლა: yo:Krone Nọ́rwèy
r2.7.1) (ბოტის დამატება: az:Norveç kronu
ხაზი 23: ხაზი 23:
[[af:Noorse kroon]]
[[af:Noorse kroon]]
[[ar:كرونة نروجية]]
[[ar:كرونة نروجية]]
[[az:Norveç kronu]]
[[bat-smg:Nuorvegėjės kruona]]
[[bat-smg:Nuorvegėjės kruona]]
[[be:Нарвежская крона]]
[[be:Нарвежская крона]]

04:45, 20 ოქტომბერი 2012-ის ვერსია

კრონი (ნორვ. krone, norsk krone, მრ. რ. kroner) ნორვეგიის ეროვნული ვალუტაა. 1 კრონი 100 ერესგან შედგება( ნორვ. øre).

ისტორია

პირველი ნორვეგიული მონეტები მოიჭრა ოლაფე I ტრიუგვასონის მეფობის პერიოდში (995—999). მონეტების მოჭრის უფლებით მხოლოდ მეფე სარგებლობდა. 1626 წელს ქრისტიანიაში (ოსლო) დაარსდა სამონეტო სახლი, რომელშიც გამოიყენებოდა კონგსბერგის საბადოზე მოპოვებული ვერცხლი. 1695 წელს გამოიშვა პირველი ნორვეგიული ბანკნოტები, რომელთა გამოშვებაც მეფემ ვაჭარს ბერგენიდან ი.ტ. მოლენუს გადასცა((შემდეგში ის გაკოტრდა). თუმცა ეს ბანკნოტები გადახდის კანონიერ საშუალებად ნორვეგიის მცირე ტერიტორაზე მიიჩნეოდა. 1962 წელს სამონეტო სახლი გადავიდა ნორვეგიის ბანკის დაქვემდებარებაში. 2000 წელს სამონეტო სახლი გარდაიქმნა შეზღუდული პასუხისმგებლობის მქონე კომპანიად. 2004 წელს კომპანიის სახელი "ნორვეგიის სამეფო სამონეტო სახლი" შეიცვალა და ეწოდა"ნორვეგიის სამონეტო სახლი".

მონეტები

დღეისათვის მიმოქცევაშია 50 ერე, 1, 5, 10 და 20 კრონის აღმნიშვნელი მონეტები.

ბანკნოტები

დღეისათვის მიმოქცევაშია 50, 100, 200, 500 და 1000 კრონის აღმნიშვნელი ბანკნოტები.

გაცვლითი კურსი

ნორვეგიული კრონის კურსი საგრძნობლად ლავირებს წლიდან წლამდე, ამის მიზეზია ქვეყნის ეკონომიკის დამოკიდებულება ნავთობის ფასის ცვალებადობაზე. მაგალითად, 2002 წლის იანვარში 1 USD = 9 NOK, ხოლო იმავე წლის ივლისში -1 USD = 7,36 NOK.

რესურსები ინტერნეტში