პენდელის ალქაჯების სასამართლო პროცესი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
მ Bot: fr:Sorcières de Pendle is a good article |
მ r2.7.2) (ბოტის დამატება: sk:Čarodejnice z Pendle |
||
ხაზი 16: | ხაზი 16: | ||
[[es:Brujas de Pendle]] |
[[es:Brujas de Pendle]] |
||
[[fr:Sorcières de Pendle]] |
[[fr:Sorcières de Pendle]] |
||
[[sk:Čarodejnice z Pendle]] |
20:50, 30 ივლისი 2012-ის ვერსია
პენდელის ალქაჯების სასამართლო პროცესი (1612 წ) არის ყველაზე ცნობილი ალქაჯების სასამართლო პროცესი ინგლისის ისტორიაში და ყველაზე კარგად ჩაწერილი 17-ე საუკუნეში. 12 განსასჯელი ცხოვრობდნენ პენდელ ჰილიში, ლანკაშირში, და იყვნენ ეჭვმიტანილნი 10 ადამიანის მკვლელობაში, ჯადოქრობის დახმარებით. ყველა, ორის გარდა გაასამართლეს ლანკასტერში სასამართლოში, 1612 წლის 17–19 აგვისტოს სამლესბურ ალქაჯებთან და სხვებთან ერთად, რის გამოც ამ სასამართლო პროცეს დაერქვა ლანკაშირის ალქაჯების სასამართლო პროცესი. დანარჩენი ორიდან, ერთ-ერთი გაასამართლეს იორკში 1612 წლის 27 ივლის, ხოლო მეორე მოკვდა ციხეში. 11 პენდელელი ალქაჯიდან, რომელიც წარდგნენ სასამართლოს წინაშე - ცხრა ქალი და ორი კაცი - მათგან 10 ცნეს დამნაშავედ და ჩამოახრჩვეს, ხოლო ერთი ცნეს უდანაშაულოდ.
ლანკაშირის ალქაჯების სასამართლო მაშინდელი ინგლისისთვის უჩვეულო იყო ორი მხრივ: თომას პოტსის, სასამართლო კლერკის, ოფიციალური პუბლიკაციები სასამართლო პროცესზე, საოცარი აღმოჩენები ალქაჯებზე ლანკასტერიდან და ერთად ჩამოხრჩობილი ალქაჯების რაოდენობა: ათი ლანკასტერში და ერთი იორკში. ცნობილია რომ ინგლისში 15-18 საუკუნეებში 500-ზე მეტი ალქაჯი იყო მოკლული, ხოლო ეს პროცესი რომელიც შედგა 1612 წლის ზაფხულში და სამი დღე გაგრძელდა, გამოდის 2%-ით მეტი, ვიდრე მაშინდელი პროცესი.
ექვსი ალქაჯი პენდელი წარმოდგენილი იყო ორი ოჯახიდან, რომელთაც სათვეში ყავდათ 80 წლის ქალები, სასამართლო პროცესის დროს: ელიზაბეტ სოუთერნსი (აგრეთვე ცნობილი როგორც დემდაიკი), მისი ქალიშვილი ელიზაბეტ დევაისი და მისი შვილიშვილები, ჯეიმს და ალიზონ დევაისები; ენ უიტლე (ასევე ცნობილი როგორც ჩატოქსი), და მისი ქალიშვილი ენ რედფერნე. სხვა განსასჯელები იყვნენ ჯეინ ბულოცკი და მისი ვაჟი ჯონ ბულოკი, ალის ნატერი, კატერინ ჰიუიტი, ალის გრეი, და ჯენეტ პრესტონი.