პენდელის ალქაჯების სასამართლო პროცესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დანაშაულში ეჭვმიტანილი ორი ალქაჯი, ენ უიტლ (ჩატოქს) და მისი ქალიშვილი ენ რედფერნე. უილიამ ჰარისონ აინსვორთი-ს ილუსტრაცია 1849 წლის ნოველიდან, ლანკასტერის ალქაჯები.

პენდელის ალქაჯების სასამართლო პროცესი (1612 წ) — ყველაზე ცნობილი ალქაჯების სასამართლო პროცესი ინგლისის ისტორიაში და ყველაზე კარგად ჩაწერილი 17-ე საუკუნეში. 12 განსასჯელი ცხოვრობდნენ პენდელ ჰილიში, ლანკაშირში, და იყვნენ ეჭვმიტანილნი 10 ადამიანის მკვლელობაში, ჯადოქრობის დახმარებით. ყველა, ორის გარდა გაასამართლეს ლანკასტერში სასამართლოში, 1612 წლის 17–19 აგვისტოს სამლესბურ ალქაჯებთან და სხვებთან ერთად, რის გამოც ამ სასამართლო პროცეს დაერქვა ლანკაშირის ალქაჯების სასამართლო პროცესი. დანარჩენი ორიდან, ერთ-ერთი გაასამართლეს იორკში 1612 წლის 27 ივლის, ხოლო მეორე მოკვდა ციხეში. 11 პენდელელი ალქაჯიდან, რომელიც წარდგნენ სასამართლოს წინაშე - ცხრა ქალი და ორი კაცი - მათგან 10 ცნეს დამნაშავედ და ჩამოახრჩვეს, ხოლო ერთი ცნეს უდანაშაულოდ.

ლანკაშირის ალქაჯების სასამართლო მაშინდელი ინგლისისთვის უჩვეულო იყო ორი მხრივ: თომას პოტსის, სასამართლო კლერკის, ოფიციალური პუბლიკაციები სასამართლო პროცესზე, საოცარი აღმოჩენები ალქაჯებზე ლანკასტერიდან და ერთად ჩამოხრჩობილი ალქაჯების რაოდენობა: ათი ლანკასტერში და ერთი იორკში. ცნობილია რომ ინგლისში 15-18 საუკუნეებში 500-ზე მეტი ალქაჯი იყო მოკლული, ხოლო ეს პროცესი რომელიც შედგა 1612 წლის ზაფხულში და სამი დღე გაგრძელდა, გამოდის 2%-ით მეტი, ვიდრე მაშინდელი პროცესი.

ექვსი ალქაჯი პენდელი წარმოდგენილი იყო ორი ოჯახიდან, რომელთაც სათვეში ჰყავდათ 80 წლის ქალები, სასამართლო პროცესის დროს: ელიზაბეტ სოუთერნსი (აგრეთვე ცნობილი როგორც დემდაიკი), მისი ქალიშვილი ელიზაბეტ დევაისი და მისი შვილიშვილები, ჯეიმზ და ალიზონ დევაისები; ენ უიტლე (აგრეთვე ცნობილი როგორც ჩატოქსი), და მისი ქალიშვილი ენ რედფერნე. სხვა განსასჯელები იყვნენ ჯეინ ბულოცკი და მისი ვაჟი ჯონ ბულოკი, ალის ნატერი, კატერინ ჰიუიტი, ალის გრეი, და ჯენეტ პრესტონი.