საადი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2+) (ბოტის დამატება: be:Саадзі
r2.7.2) (ბოტის დამატება: diq:Sadi
ხაზი 23: ხაზი 23:
[[da:Saadi]]
[[da:Saadi]]
[[de:Saadi]]
[[de:Saadi]]
[[diq:Sadi]]
[[el:Σααντί Σιραζί]]
[[el:Σααντί Σιραζί]]
[[en:Saadi (poet)]]
[[en:Saadi (poet)]]

22:12, 29 ივლისი 2012-ის ვერსია

საადი ვარდების ბაღში, 1645 წლის მანუსკრიპტი

საადი, მოსლეჰ ედ–დინ აბუ მოჰამედ აბდ ალ–ლაჰ იბნ მოშრეფ საადი შირაზელი (* 1203 ? ― † 1292), ირანელი პოეტი.

საადი შირაზელის შემოქმედება სპარსული კლასიკური ლიტერატურის ერთ–ერთ მწვერვალად არის აღიარებული. საადის ლიტერატურულ მემკვიდრეობას შეადგენს ლირიკულ ლექსთა ოთხი დივანი, დიდაქტიკური პოემა "ბუსთანი". ლექსნარევი პროზით დაწერილი იგავ–არაკული ჟანრის თხზულება "გოლესთანი" და სხვ. საადიმ განვლო უაღრესად საინტერესო ცხოვრების გზა. იგი დაიბადა ფარსის პროვინციაში, ქალაქ შირაზში. განათლება მიიღო ბაღდადის ცნობილ უმაღლეს სასწავლებელში "ნიზამიეში" (რომელიც სელჯუკიანთა დიდვეზირის, ნიზამ ალ–მულქის მიერ იყო დაარსებული). იგი ჯერ კიდევ ახალგაზრდა გაემგზავრა წმინდა ადგილთა მოსანახულებლად და "ჰაჯის" შესასრულებლად. საადიმ ეს მოგზაურობა 25 წლამდე გააგრძელა. მან მოიარა მუსლიმანური აღმოსავლეთის ბევრი ქვეყანა. მისი მოგზაურობა ხშირად ფათერაკებითაც იყო აღსავსე. 1256 წელს ქვეყანანანახი და დაბრძენებული პოეტი უბრუნდება თავის მშობლიურ მხარეს, შირაზს და წერს დიდაქტიკური ხასიათის ორ ნაწარმოებს: "ბუსთანს" (1256–1257) და "გოლესთანს" (1257–1258). ამ ორმა თხზულებამ ავტორს უაღრესად დიდი სახელი მოუხვეჭა, იმდენად დიდი, რომ დიდაქტიკოსმა საადიმ თითქმის "დაჩრდილა" ლირიკოსი–საადი.

საადი სიტყვის ჭეშმარიტი დიდოსტატია. მისი "გოლესთანის" ენა სპარსული კლასიკური პოეზიის მწვერვალად არის აღიარებული. რითმოვანი პროზის (საჯ'ის) ზომიერი გამოყენება, ფრაზის ლაკონიზმი, აფორისტულობა, ხატოვანი აზროვნება და სხვანი ირანელთათვის დღევანდლამდე ნიმუშად არის დარჩენილი. განუზომელია საადის გავლენა სპარსულ ლიტერატურაზე და თვით ირანელთა ყოველდღიურ ცხოვრებაზე. საადის აზრები XX საუკუნემდე საზოგადოებრივ ეთიკურ ნორმებად იყო მიჩნეული ირანში, ხოლო მისი ფრთიანი გამოთქმები და აფორიზმები უკვე კარგა ხანია, რაც სპარსული მეტყველების განუყოფელ ნაწილად იქცა.

ქართული ენაზე 1964 წელს გამოიცა დავით კობიძის მთლიანად ნათარგმნი "ბუსთანი".