აფრიკის ფილა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ბოტის დამატება: en:African Plate
ხაზი 22: ხაზი 22:
[[et:Aafrika laam]]
[[et:Aafrika laam]]
[[es:Placa Africana]]
[[es:Placa Africana]]
[[en:African Plate]]
[[eo:Afrika plato]]
[[eo:Afrika plato]]
[[eu:Afrikako plaka]]
[[eu:Afrikako plaka]]

01:42, 4 ივნისი 2012-ის ვერსია

მოვარდისფრო-ნარინჯისფრად გამოყოფილია აფრიკის ბაქანი

აფრიკის ბაქანიტექტონიკური ფილაქანი, რომელიც მოიცავს აფრიკის კონტინენტსა და ოკეანურ ქერქს. ეს უკანასკნელი იმყოფება მატერიკსა და სხვადასხვა გარემომცველ ოკეანურ ქედებს შორის. საზღვრების უმეტესობა დივერგენტულია, წარმოდგენილია სპრედინგის ზონებით, ე.ი. ფილაქნების უმეტესობა მოძრაობას იწყებს აფრიკის კონტინენტიდან. აფრიკის ბაქანი ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით შემოფარგლულია არაბეთის ბაქნით, სამხრეთ-აღმოსავლეთით ავსტრალიის ბაქნით, ჩრდილოეთით ევრაზიისა და ანატოლიის ბაქნებით, ხოლო სამხრეთით ანტარქტიკის ბაქნით. ჩრდილოეთი საზღვრის გამოკლებით, ყველა დანარჩენი საზღვარი გავრცელებადი ან დაცილებადია. ჩრდილოეთი საზღვარი რთული აგებულებისაა.

აფრიკის ბაქანი თავის მხრივ, დაყოფილია უფრო მცირე პლატფორმებად, რომლებიც სტაბილურობითა და ღრმა ძირით გამოირჩევიან. ესენია: კალაჰარის კრატონი, კონგოს კრატონი, ტანზანიის კრატონი და დასავლეთ აფრიკის კრატონი. წარსულში კრატონები ფართოდ იყვნენ დაყოფილები, თუმცა პან-აფრიკულ დროში ერთმანეთს ისევ დაუკავშირდნენ. ზოგიერთ რაიონში კრატონები დაფარულია დანალექი აუზებით.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში