ლუის კაბრალი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
მ r2.7.1) (ბოტის დამატება: hu:Luís Cabral |
Luckas-bot (განხილვა | წვლილი) მ r2.7.1) (ბოტის დამატება: br:Luís Cabral |
||
ხაზი 76: | ხაზი 76: | ||
[[კატეგორია:გარდაცვლილი 2009]] |
[[კატეგორია:გარდაცვლილი 2009]] |
||
[[br:Luís Cabral]] |
|||
[[de:Luís Cabral]] |
[[de:Luís Cabral]] |
||
[[el:Λουίς Καμπράλ]] |
[[el:Λουίς Καμπράλ]] |
07:12, 21 აპრილი 2012-ის ვერსია
ლუის კაბრალი | |
გვინეა-ბისაუს სახელმწიფო საბჭოს თავჯდომარე | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
24 სექტემბერი 1973 – 14 ნოემბერი 1980 | |
მემკვიდრე | ჟოაო ბერნარდო ვიეირა |
დაბადებული | 11 აპრილი 1931 ბისაუ გვინეა-ბისაუ |
გარდაცვლილი | 30 მაისი 2009 ტორეს-ვედრასი პორტუგალია |
ლუიშ დე ალმეიდა კაბრალი (დ. 11 აპრილი, 1931,ბისაუ, გვინეა-ბისაუ – გ. 30 მაისი, 2009, ტორეს-ვედრასი, პორტუგალია[1][2][3]) – გვინეა-ბისაუს პოლიტიკური მოღვაწე და დამოუკიდებელი გვინეა-ბისაუს სახელმწიფოს პირველი მეთაური 1973-1980 წლებში.
დაიბადა 1931 წელს ქ. ბისაუში. დაწყებითი სკოლა დაამთავრა კაბო-ვერდეში, მოგვიანებით კი დაეუფლა ბუღალტერიას. იყო განმანთავისულებელი მოძრაობისა და გვინეისა და კაბო-ვერდეს დამოუკიდებლობის აფრიკული პარტიის (პაიგკ) აქტიური წევრი. 1973 წლის იანვარში პაიგკ-ის ლიდერი, ლუისის ნახევარძმა, ამილკარ კაბრალი მოკლეს, რის შედეგადაც მოხდა ლუისის დაწინაურება. 1973 წლის 24 სექტემბერს გვინეა-ბისაუმ გამოაცხადა დამოუკიდებლობა. ქვეყანას სათავეში ლუის კაბრალი ჩაუდგა, რომელმაც დაიკავა სახელმწიფო საბჭოს თავჯდომარის პოსტი.
გვინეა-ბისაუში დამყარდა პაიგკ-ის ერთპარტიული პოლიტიკური სისტემა. 1977 წელს შემოიღებულ იქნა მონოპოლია ეკონომიკაზე, რამაც გააუარესა სოციალური მდგომარეობა ქვეყანაში. ამას ერთვოდა კაბო-ვერდელთა მომძლავრება გვინეა-ბისაუში, რაც განპირობებული იყო ორი ქვეყნის მესვეურთა იდეებით, შექმნილიყო გვინეა-ბისაუსა და კაბო-ვერდეს ერთიანი სახელმწიფო. ეს იდეა გაქარწყლდა 1980 წელს, როდესაც უსისხლო გადატრიალების შემდეგ ლუის კაბრალი დაამხო ჟოან ბერნარდო ვიეირამ. კაბრალი 1980-1984 წლებში პატიმრობაში იმყოფებოდა. მას გასამართლებასაც უპირებდნენ, მაგრამ გადაიფიქრეს და უფლება მისცეს გაქცეულიყო კუბაში. კაბრალი კუბიდან პორტუგალიაში გადავიდა, სადაც გარდაიცვალა 2009 წელს.