გამოთვლითი ქსელი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.6.5) (ბოტის დამატება: ga:Líonra ríomhaireachta
r2.7.1) (ბოტის დამატება: as:কম্পিউটাৰ নেটৱৰ্ক
ხაზი 34: ხაზი 34:
[[am:የኮምፒዩተር አውታር]]
[[am:የኮምፒዩተር አውታር]]
[[ar:شبكة حاسوب]]
[[ar:شبكة حاسوب]]
[[as:কম্পিউটাৰ নেটৱৰ্ক]]
[[az:Kompyuter şəbəkəsi]]
[[az:Kompyuter şəbəkəsi]]
[[be:Камп'ютарная сетка]]
[[be:Камп'ютарная сетка]]

04:38, 7 თებერვალი 2012-ის ვერსია

გამოთვლითი ქსელი წარმოადგენს სხვადასხვა მოწყობილობეის (პირველ რიგში კოპიუტერების, ასევე კონცენტრატორების, სენსორების) ერთობლიობას, რომლებიც გაერთიანებულია კავშირის ხაზებით (კაბელებით), საქსელო ადაპტერებით და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით.

გამოთვლითი ქსელი არის განაწილებული სისტემის ერთ-ერთი სახეობა.

გამოთვლითი სისიტემების განვითარება

პირველი გამოთვლითი სისტემები იქმნებოდა მაინფრეიმების (მძლავრი და საიმედო უნივერსალური კომპიუტერი) ბაზაზე. პროგრამების ტექსტისა და მონაცემების გამყარება ხდება წინასწარ პერფობარათებზე. სპეციალურ ოპერატორს შეჰქონდა ეს პერფობარათები კომპიუტერში, ხოლო მომხმარებელი კი ღებულობდა თვლის შედეგებს გარკვეული დროის შემდეგ, მიუხედავად იმისა რომ მუშაობის ასეთი ინერტული რეჟიმი არ იყო მოსახერხებელი მომხმარებლისთვის, ასეთი რეჟიმი მაინც საკმაოდ დიდხანს გამოიყენებოდა, რადგან პაკეტური რეჟიმის დროს მიიღწევა პროცესორის მუშაობის ყველაზე მაღალი საიმედოება.

გამოთვლითი სისტემების განვითარების შემდეგი ეტაპი იყო მრავალტერმინალიანი სისტემების შექმნა, რის საფუძველსაც წარმოადგენს კომპიუტერის აპარატული საშუალებების (პირველ რიგში პროცესორის) გაიაფება. ასეთი მუშაობის პრიციპი დამყარებული იყო დროის დაყოფის პრინციპზე, პროცესორთან ერთდროულად მუშაობდა რამდენიმე მომხმარებელი, თითოეულ მათგანს გამოყოფილი ჰქონდა ტერმინალები, რომელის საშუალებითაც შეეძლო გაემართა დიალოგი კომპიუტერთან. სისტემის რეაქცია საკმაოდ დაბალი იყო და მომხმარებლრბს სჭირდებოდა ლოდინი თვლის შედეგებისთვის. ტერმინალები იყო საწარმოოს მთელ ტერიტორიაზე, ასეთი მრავალტერმინალური სისტემები, მიუხედავად ცენტრალზებური პრინციპისა , გარეგნულად ძალიან წააგავდა ლოკალურ ქსელებს.

ტოპოლოგია

ტოპოლგია არის გრაფი, რომლის წვეროებს წარმოადგენენ ელექტრონული მოწყობილობები, ხოლო წახნაგებს კი მათ შორის ფიზიკურ და ლოგიკურ კავშირებს. წვეროებს ასევე უწოდებენ სადგურებს ან კვანძს.

არსებობს სხვადასხვა სახის ტოპოლოგიები:სრულფასოვანი ტოპოლოგია, უჯრედოვანი ტოპოლოგია, საერთო სალტე, ტოპოლოგიური ვარსკვლავი , რგოლური ტოპოლოგია,შერეული ტოპოლოგია.

ქსელები

  • ლოკალური ქსელები
    • BAN
    • PAN
    • WPAN
    • LAN
    • WLAN
  • დანარჩენი ქსელები
    • MAN
    • WAN
    • GAN
    • VPN
    • SAN