ზინაიდა კვერენჩხილაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 44: ხაზი 44:
[[კატეგორია:დაბადებული 1932]]
[[კატეგორია:დაბადებული 1932]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 2011]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 2011]]

[[ru:Кверенчхиладзе, Зинаида Васильевна]]

10:43, 31 დეკემბერი 2011-ის ვერსია

ზინაიდა კვერენჩხილაძე
საქმიანობა მსახიობი

ზინაიდა კვერენჩხილაძე (დ. 25 აგვისტო, 1932, თბილისი — გ. 2 სექტემბერი, 2011) — ქართველი მსახიობი.

1951 წელს თბილისის ქალთა 35-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე. 1956 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. 1970 წლიდან პარალელურად მუშაობდა თეატრალური ინსტიტუტის მსახიობის ოსტატობის კათედრაზე რეჟისორის თანაშემწედ. 1974 წლიდან იყო მეტყველების კათედრის პედაგოგი. 1988 წელს მიენიჭა დოცენტის წოდება.

1990 წელს მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა დმანისის თეატრი – სტუდია „ქვემო ქართლი". მან მაყურებელთან ერთად მკითხველის ყურადღებაც მიიპყრო შესანიშნავი წიგნის „ჩემი ანტიგონეს" პუბლიკაციით.

საქართველოს დამსახურებული არტისტი (1968). საქართველოს სახალხო არტისტი (1976).[1] აღსანიშნავია როლები: სლავკა („ფილოსოფიის დოქტორი”), ლელა („ბახტრიონი”), ლიზი („წვიმის გამყიდველი”), ტურა („ჭინჭრაქა”), ელიზაბეტ პროქტორი („სეილემის პროცესი”), დედა („მზიანი ღამე”), ანტიგონე („ანტიგონე”), ფედრა („ფედრა”), მედეა („მედეა”), იოკასტე („ოიდიპოს მეფე”), კლეოპატრა („ანტონიოსი და კლეოპატრა”), ემილი დიკინსონი („ამჰერსტის მშვენება”), პონსია („ვთამაშობთ ჯინს”).

კვერენჩხილაძეს რამდენიმე კინოროლიც აქვს შესრულებული.

დაკრძალულია სამთავროს დედათა მონასტერში.[2]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო