ქიმიური ბმა: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
მ კატეგორიის ჩამატება ქიმია (HotCat-ის გამოყენებით) |
|||
ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
*[[კოვალენტური ბმა]] |
*[[კოვალენტური ბმა]] |
||
*[[იონური ბმა]] |
*[[იონური ბმა]] |
||
*((მეტალური ბმა)) |
|||
==ლიტერატურა== |
==ლიტერატურა== |
14:09, 6 ნოემბერი 2011-ის ვერსია
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ქიმიური ბმა}} |
ქიმიური ბმა — ატომთა ურთიერთქმედება, რის შედეგადაც წარმოიქმნება ორ– ან მრავალატომიანი ნაერთები: იონები, რადიკალები, მოლეკულები, კრისტალები და სხვა.
ისტორია
ინგლისელმა ქიმიკოსმა ედუარდ ფრანკლენდმა(1852) ჩამოაყალიბა კონცეფცია ვალენტობის შესახებ, რომლის თანახმად თითოეული ელემენტი, იერთებს მეორე ელემენტის ეკვივალენტობის გარკვეულ რიცხვს, ხოლო ერთი ეკვივალენტი პასუხობს ერთი ვალენტობის შესაბამის რაოდენობას. ფ. კეკულემ ა. კოლბემ(1857) წამოაყენეს დებულება იმის შესახებ, რომ ნახშირბადი ოთხვალენტოვანია. მას შეუძლია სხვა ატომთან წარმოქმნას ოთხი ბმა. ინგლისელმა ქიმიკოსმა ა. კუპერმა (1858) ნათელყო, რომ ნახშირბადის ატომებს აქვთ ერთიმეორესთან შეერთების უნარი, რის შედეგადაც მათ შეუძლიათ ჯაჭვების წარმოქმნა. მის ჩანაწერებში ატომებს შორის ბმები გამოსახული იყო ხაზებით. ტერმინი «ქიმიური აღნაგობა» პირველად შემოიღო ა. ბუტლეროვმა(1861). იგი აღნიშნავდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აღნაგობის ერთიანი ფორმულით გამოსახვა და მინიშნება იმისა, თუ როგორ არიან ატომები ერთმანეთთან ბმული მოლეკულაში. ბუტლეროვის თანახმად, ნაერთის ყველა თვისებას განაპირობებს მისი მოლეკულის აღნაგობა.
ელექტრული ძალების ურთიერთქმედების შედეგად აღიძვრება. ატომებსა და მოლეკულებში ელექტრონებისა და ბირთვების ელექტრული ძალები,ნაწილაკების მცირე ზომების გამო, ახალ თვისებებს იძენენ, ამიტომ ჩვენ განვიხილავთ ელექტრული ძალების სპეციფიკურ ქიმიურ ურთიერთქმედებას.სხვადასხვა ტიპის ქიმიურ ბმებს შორის ძირითადია იონური(ანუ ჰეტეროპოლარული)და კოვალენტური(ანუ ატომური)ბმა.იონური ბმა დამახასიათებელია NaCl-ისა და მისი ტიპის,ე.ი.მარილების მსგავსი ნაერთებისათვის,რომელთაც იონური ნაერთები ეწოდა.კოვალენტური ბმა დამახასიათებელია H2,N2,O2,CH4,C6H6 და სხვა მოლეკულებისათვის, რომელთაც კოვალენტური ნაერთები ეწოდა. იონური და კოვალენტური ბმების სახესხვაობებია კოორდინაციული და წყალბადური ბმა.
იხილეთ აგრეთვე
- კოვალენტური ბმა
- იონური ბმა
- ((მეტალური ბმა))
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 528-529.