კუთხე: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
Idioma-bot (განხილვა | წვლილი) მ r2.6.3) (ბოტის დამატება: an, la, ml, nn, oc, sn, war შეცვლა: ro |
მ r2.7.2) (ბოტის დამატება: kk:Бұрыш (геометрия) |
||
ხაზი 69: | ხაზი 69: | ||
[[it:Angolo]] |
[[it:Angolo]] |
||
[[ja:角度]] |
[[ja:角度]] |
||
[[kk:Бұрыш (геометрия)]] |
|||
[[km:មុំ]] |
[[km:មុំ]] |
||
[[ko:각도]] |
[[ko:각도]] |
08:49, 11 ოქტომბერი 2011-ის ვერსია
კუთხე —– გეომეტრიული ფიგურა, სიბრტყის ნაწილი, რომელიც მოქცეულია საერთო სათავის მქონე ორ განსხვავებულ სხივს შორის. საერთო სათავეს, საწყის წერტილს, რომლიდანაც ეს ორი სხივი იწყება, წვერო ეწოდება, ხოლო სხივებს – კუთხის გვერდები. კუთხე შეიძლება განლაგდეს (დაიხაზოს) სამ წერტილზე, რომელთაგან ერთი წვეროა, ხოლო დანარჩენი ორი კუთხის ორივე გვერდზე დევს. კუთხის აღსანიშნავად ხმარობენ ნიშანს „∠“. კუთხე, რომლის წვეროა A, ხოლო სხვადასხვა გვერდებზე დევს B და C წერტილები (იხ. სურათი), აღინიშნება ასე: ან ; მეორენაირი აღნიშვნის დროს, შუაში იწერება წვეროს აღმნიშვნელი ლათინური ასო. კუთხის სიდიდე გრადუსებით იზომება. ყოველ კუთხეს დადებითი გრადუსული ზომა აქვს. გრადუსული ზომების მიხედვით კუთხეებს ყოფენ შემდეგ ჯგუფებად:
- მახვილი ეწოდება ისეთ კუთხეს, რომლის გრადუსული ზომა ნაკლებია 90°-ზე და მეტია 0°-ზე.
- ბლაგვი ეწოდება ისეთ კუთხეს, რომლის გრადუსული ზომა ნაკლებია 180°-ზე და მეტია 90°-ზე.
- მართი ეწოდება ისეთ კუთხეს, რომლის გრადუსული ზომა ტოლია 90°-ის.
- გაშლილი ეწოდება კუთხეს, რომლის გრადუსული ზომა 180°–ს უდრის.
კუთხეები
კუთხეები მიხედვით შეიძლება დაიყოს გრადუსული ზომების მიხედვით
მახვილი კუთხე
მახვილი კუთხე ეწოდება ისეთ კუთხეს, რომლის გრადუსული ზომა ნაკლებია 90o-ზე და მეტია 0o-ზე.
ბლაგვი კუთხე
ბლაგვი კუთხე ეწოდება ისეთ კუთხეს, რომლის გრადუსული ზომა ნაკლებია 180o-ზე და მეტია 90o-ზე.
მართი კუთხე
მართი კუთხე ეწოდება ისეთ კუთხეს, რომლის გრადუსული ზომა ტოლია 90°-ის.
გაშლილი კუთხე
გაშლილი კუთხე ეწოდება კუთხეს, რომლის გრადუსული ზომა 180°ს უდრის.