დომენტი III: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
(განსხვავება არ არის)

09:27, 29 მაისი 2005-ის ვერსია

დომენტი III (― † სექტემბერი. 1676, მცხეთა), აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1660-76, ქაიხოსრო მუხრანბატონის ძე. იყო ქართლის მეფის ვახტანგ V-ის ცენტრალური პოლიტიკის მიმდევარი. ენერგიულად იბრძოდა ტყვეებით მოვაჭრე თავადთა წინააღმდეგ. მაჰმადიანურ წეს-ჩვეულებათა საპირისპიროდ ცდილობდა ქართული ქრისტიანული ჩვეულებების აღდგენას. 1664 თბილისელი ვაჭრისაგან შეიძინა სამცხიდან ჩამოტანილი ანჩის ხატი და თბილისის საპატრიარქო ეკლესიაში (ანჩისხატში) დასკვნა. შეაკეთა და განაახლა ანჩისხატის ეკლესია, 1675 ააგო ახალი სამრეკლო. სვეტიცხოვლის ეკლესიას ნასყიდობით შეუძინა სახნავ-სათესი მიწები და რამდენიმე კომლი გლეხი.