დიმიტრი გულია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 22: ხაზი 22:
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1960]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1960]]


[[ab:Дырмит Гәлиа]]
[[ca:Dmitri Gulia]]
[[ca:Dmitri Gulia]]
[[en:Dmitry Gulia]]
[[en:Dmitry Gulia]]

18:57, 3 აპრილი 2010-ის ვერსია

დიმიტრი იოსების ძე გულია (აფხ. Дырмит Иасыф-иҧа Гәлиа)) (დ. 9 თებერვალი/21 თებერვალი, 1874, სოფ. უარჩა, ახლანდელი სოხუმის რაიონი – გ. 7 აპრილი, 1960, სოფ. აგუძერა, ახლანდელი გულრიფშის რაიონი), აფხაზი მწერალი. აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებელი, აფხაზეთის სახალხო პოეტი (1937). სსრკ IV-V მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

ბიოგრაფია

დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. სწავლობდა გორის საოსტატო სემინარიაში. ერთხანს მასწავლებლობდა. 1924-1926 წლებში აფხაზურ ენას ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. გულიამ დიდი ღვაწლი დასდო აფხაზურ კულტურას. მისი კულტურულ-საგანმანათლებლო და სამწერლო მოღვაწეობა ფართო და მრავალმხრივი იყო. 1892 წელს კ. მაჭავარიანთან ერთად რუსული გრაფიკის საფუძველზე შეადგინა აფხაზური ანბანი, მის ლექსთა პირველ კრებულებში (1912 1913) წარმოსახულია აფხაზი ხალხის სწრაფვა თავისუფალი ცხოვრებისაკენ, სიძულვილი მჩაგვრელებისადმი, პოეტის ოცნება უკეთეს მერმისზე. 1919-1920 წლებში გულია პირველი აფხაზური გაზეთის "აფსნის" რედაქტორი იყო. 1921 წელს ჩამოაყალიბა პირველი აფხაზური თეატრალური დასი.


(წყარო-ვლ. ზარიძე "აფხაზეთი")1925 წელს გამოსცა ,,აფხაზეთის ისტორია", რუსულ ენაზე. გვერდი ავლილია ქართული და უცხოური ისტორიული რეალობისთვის, წიგნი შექმნილია არსებული პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სჭარბობს აფსუურ-ადიღეური კადრების საბჭოთა ხელისუფლებაში მოსვლით შეგულიანებული კაცის შეხედულებები და ჰიპოთეზები. აყალბებს არსებულ რეალობას, აფხაზეთის ისტორიას მიჯნავს ქართულისაგან. მეოცე საუკუნის 20იანი წლები შესანიშნავი პერიოდი იყო მზაკვრული გგემების განსახორციელებლად. აფხაზეთი იმ პერიოდშჲ არ იყო შესწავლილი არც არქეოლოგიურად, არც ეთნოგრაფიულად, არ არსებობდა ლინგვისტური და ფოლკლორული მასალა. გულია აფხაზეთის ისტორიას ძველ აღმოსავლეთს უკავშირებს.

ლიტერატურა

  • გუბლია გ., დიმიტრი გულია. შემოქმედებითი გზა, თბ., 1974;
  • Бгажба Х. С., Зелинский К. Л., Дмитрий Гулиа, Сух., 1965;
  • Гулиа Г. Д., Дмитрий Гулиа. Повесть о моем отце, 2 изд., М., 1965;
  • ბგაჟბა ხ., ქსე, ტ. 3, გვ. 301, თბ., 1978

რესურსები ინტერნეტში