სოფლის ეროვნული მუზეუმი ბუქარესტში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფლის ეროვნული მუზეუმი „დიმიტრიე გუსტი“
44°28′24″ ჩ. გ. 26°04′35″ ა. გ. / 44.4733694° ჩ. გ. 26.0765806° ა. გ. / 44.4733694; 26.0765806
დაარსდა 1936 წ.
ქვეყანა რუმინეთის დროშა რუმინეთი
დამაარსებლები დიმიტრიე გუსტი, ვიქტორ იონ პოპა, ჰენრი ჰ. შტალი
მდებარეობა ბუქარესტი
დირექტორი პაულინა პოპოიუ
ოფიციალური საიტი muzeul-satului.ro
Map

სოფლის ეროვნული მუზეუმი „დიმიტრიე გუსტი“ — ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ, მდებარეობს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, ჰერასტრაუს პარკში.

მუზეუმის ტერიტორიას უკავია 100,000 მ2, სადაც განთავსებულია ავთენტური სახლები რუმინეთის მთელი ტერიტორიიდან. პირვანდელი სახითაა წარმოდგენილი სახლების ინტერიერი, ყოფითი და სოფლის მეურნეობისათვის საჭირო იარაღები და ნივთები. მუზეუმში წარმოდგენილია ხის მართლმადიდებლური ეკლესიები. ნაგებობები ძირითადად XVIII, XIX და XX საუკუნის დასაწყისით თარიღდება.

მუზეუმი 1936 წელს დაარსეს რუმინელმა მოღვაწეებმა: დიმიტრიე გუსტიმ, ვიქტორ იონ პოპამ და ჰენრი ჰ. შტალმა.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერენტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]