სკვიმნია
სკვიმნია — დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მხარის — ლეჩხუმის სახელწოდება ბიზანტიური წყაროების მიხედვით. სკვიმნია ეგრისის ადრინდელი ფეოდალური სახელმწიფოს ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეული იყო. შემდგომში იგი თანდათან აღმოსავლეთ ქართულ სახელმწიფოს — ქართლს დაუახლოვდა პოლიტიკურად და კულტურულად.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მუსხელიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 419.