სამხრეთი რაიონი (ივრ. מחוז הדרום მეჰოზ ჰადარომ) – ისრაელის ექვსი რაიონიდან ერთ-ერთი. ფართობით იგი ისრაელის უდიდესი რაიონია, თუმცა ყველაზე მწირადაა დასახლებული. იგი თითქმის სრულიად მოიცავს ნეგევის უდაბნოს და არავას ველს. რაიონის მოსახლეობა 1 002 400 ადამიანია, რომელთაგანაც 86% ებრაელია და 14% არაბი (უმეტესად მუსლიმი. რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი ბეერ-შევაა, თუმცა უდიდესი ქალაქი აშდოდია.