სამსე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამსე
მშობ. სახელი: Samsø

მდებარეობა
გეოგრაფია
მდებარეობა კატეგატის სრუტე
კოორდინატები 55°52′ ჩ. გ. 10°37′ ა. გ. / 55.867° ჩ. გ. 10.617° ა. გ. / 55.867; 10.617
ფართობი 112 კმ²
დანიის დროშა დანია
უდიდესი ქალაქი ტრანებიერგი
დემოგრაფია
მოსახლეობა 4 010 (2010)
სიმჭიდროვე 35,8 /კმ²

სამსე (დან. Samsø) — დანიის კუნძული კატეგატის სრუტეში, იუტლანდიის ნახევარკუნძულიდან 15 კმ-ის მოშორებით. ადმინისტრაციულად მიეკუთვნება სამსეს მუნიციპალიტეტს. ამ გაერთიანების ფართობი 114 კმ²-ია, მოსახლეობა კი 4 300 ადამიანს შეადგენს.[1] ცენტრალური მდებარეობის გამო, ჯერ კიდევ ვიკინგების ხანაში სამსეს დიდი დატვირთვა გააჩნდა. სახელის წარმომავლობა უცნობია.[2]

1997 წელს, სამსემ გაიმარჯვა სამთავრობო შეჯიბრში და ალტერნატიული ენერგიის წარმოების მოდელი გახდა მთელ ქვეყანაში. დღეისათვის, მისი ელექტროენერგიის 100% ქარის ელექტროსადგურების მიერ იწარმოება.[1][3]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Denmark's Wind of Change. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-05. ციტირების თარიღი: 2012-07-15.
  2. Politikens nudansk ordbog (1992), entry: Samsø
  3. The Island in the Wind