საკულინა (ლათ.Sacculina carcini) — ზღვის პარაზიტული კიბო ულვაშფეხიანი კიბოების რიგისა. ტომრისებური სხეულის ფესვისმაგვარი გამონაზარდები იჭრება კიბორჩხალას სხეულში და იქ პარაზიტობს. საკულინას ლარვა - ნაუპლიუსი - 4-5 დღე-ღამე გარდაიქმნება ორსაგდულიანი ნიჟარით დაფარულ ლარვად და იწყებს პარაზიტულ ცხოვრებას. ლარვა ემაგრება კიბორჩხალას სხეულს, შორებს საკუთარ სხეულსა და საგდულს და დარჩენილი (თავის) ნაწილით იჭრება კიბორჩხალაში, სადაც გარდაიქმნება ჰერმაფროდიტულ ინდივიდად.