საკულინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
საკულინა
Sacculina carcini.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ლათინური სახელი
Sacculina carcini

საკულინა (ლათ. Sacculina carcini) — ზღვის პარაზიტული კიბო ულვაშფეხიანი კიბოების რიგისა. ტომრისებური სხეულის ფესვისმაგვარი გამონაზარდები იჭრება კიბორჩხალას სხეულში და იქ პარაზიტობს. საკულინას ლარვა - ნაუპლიუსი - 4-5 დღე-ღამე გარდაიქმნება ორსაგდულიანი ნიჟარით დაფარულ ლარვად და იწყებს პარაზიტულ ცხოვრებას. ლარვა ემაგრება კიბორჩხალას სხეულს, შორებს საკუთარ სხეულსა და საგდულს და დარჩენილი (თავის) ნაწილით იჭრება კიბორჩხალაში, სადაც გარდაიქმნება ჰერმაფროდიტულ ინდივიდად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]