საგარეჯოს წმინდა დოდო გარეჯელისა და სვიმეონ მესვეტის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საგარეჯოს წმინდა დოდო გარეჯელისა და სვიმეონ მესვეტის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოში, მდებარეობს რუსთაველის ქუჩაზე. განეკუთვნება შუა საუკუნეებს.

ეკლესიის გარეთა კედლების წყობაში გამოიყოფა ორი სამშენებლო ფენა, რომელიც განსხვავებული მასალითაა ნაწყობი. მათ შორის საზღვარი მიწიდან დაახლოებით სამ მეტრზე გადის. შენობის ქვედა ნაწილი განვითარებული შუა საუკუნეებით შეიძლება დათარიღდეს. შენობის ზედა ნაწილი, სავარაუდოდ, XVIII საუკუნის პირველ ნახევარს განეკუთვნება.

ეკლესია დარბაზულია. აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით, რომელიც გრძივი კედლებითან, როგორც შიგნით, ასევე გარედან, მოკლე მხრებითაა გამოყოფილი და დამოუკიდებელი, კონუსისებური სახურავი ხურავს. შესასვლელი ორია: დასავლეთიდან და სამხრეთიდან.

2012 წელს ეკლესია თვითნებურად გაარემონტეს. ამ რემონტის დროს ორივე შესასვლელი აამაღლეს და თაღით გადახურეს. 2016 წელს აამაღლეს საკურთხევლის იატაკი და დააგეს ხელოვნური ქვის ფილები, დადგეს ხის კანკელი და შეათეთრეს ინტერიერი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]