რაკელ დინკი
რაკელ დინკი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
1959 სილოფი, შირნაკი |
მოქალაქეობა | თურქეთი |
მეუღლე(ები) | ჰრანტ დინკი (იქ. 1976; გარდ. 2007) |
შვილ(ებ)ი | დელალი, არატი, სერა |
რაკელ დინკი (დ. 1959 ) — თურქი სომეხი უფლებადამცველი და ჰრანტ დინკის ფონდის ხელმძღვანელი.
ის სომხური ვართოს ტომის უკანასკნელი წევრია, რომელიც ცხოვრობს ციზრეში . [1] ის არის 2007 წლის 19 იანვარს მოკლული სომხური წარმოშობის თურქი ჟურნალისტისა და უფლებადამცველის, ჰრანტ დინკის, ქვრივი
რაკელი გაიზარდა სომხურ ბავშვთა სახლში, კამპ არმენში, ტუზლაში და მრავალი წლის განმავლობაში მსახურობდა ბანაკის მენეჯერად. მოგვიანებით იგი ცნობილი გახდა ქმრის დაკრძალვაზე წარმოთქმული სიტყვით. მისი ცნობილი ციტატა - „არაფერი არ შეიძლება გაკეთდეს თუ არ გამოვიკვლევთ იმ სიბნელეს, რომელიც ქმნის მკვლელს ბავშვისგან.“ – საზოგადოებამ კარგად მიიღო და მედიაში გამოქვეყნდა. [2] [3] ჰრანტ დინკის მკვლელობის შემდეგ იგი ჩაერთო ადამიანის უფლებების დამცველ საქმიანობაში და 2007 წლიდან მუშაობდა ჰრანტ დინკის ფონდის ხელმძღვანელად. [4]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1959 წელს სილოფში. [5] იგი ვართოს ტომის ბელადის [6] სიამენტ იაგბასანის (ვართანიანი) და მისი მეუღლის დელალის მეორე შვილია. [5]
სომხურმა ვართოს ტომმა გადასახლების ბრძანება მიიღო 1915 წელს, მაგრამ როდესაც გადასახლებაში წავიდნენ, მათ მოგზაურობისას თავს დაესხნენ. არაბული მუსლიმური ტომის „ტაიანლარის“ დახმარებით ჯუდის მთას შეაფარეს და იქ 25 წელი იცხოვრეს. [6] [5] 25 წლის შემდეგ და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ტომი გადავიდა ციზრეში და ასიმილირდნენ იქაურ ქურთებთან, დაიწყეს ძირითადად ქურთული ენით ლაპარაკი. ქრისტიანული ღვთისმსახურების აღსრულებაც მიმდინარეობდა ქურთულ ენაზე. [6] [2] მას შემდეგ, რაც ცოტა ხნით მიგრანტულ კარვებში ცხოვრობდნენ, ტომი დასახლდა სოფელ ვართოში, რომელსაც დღეს იოლაღზი ჰქვია. ტომის წევრები გადავიდნენ სტამბოლში 1978 წელს [7], მოგვიანებით კი ბელგიასა და საფრანგეთში 1980-იან წლებში, ხოლო დინკის მამა სიამენტი გარდაიცვალა ბრიუსელში 2004 წელს. რაკელ დინკი ტომის ბოლო წევრია თურქეთში. [5]
სოფელ ვართოში გაზრდილმა რაკელ დინკმა დედა 1967 წელს დაკარგა, როდესაც ის 8 წლის იყო. მისი მამა 12 შვილთან ერთად სტამბოლში წაიყვანეს სომეხ პროტესტანტ მქადაგებელ ჰრანტ გუზელიანთან (ასევე ცნობილი როგორც კუჩუკგუზელიანი) . ვიზიტი ითვალისწინებდა ანატოლიელი სომხების სტამბოლში განთავსების პროგრამაში. [5] რაკელ დინკი სტამბოლში გაგზავნილ მეორე ჯგუფში იყო. [5] 1968 წელს იგი ორ ძმასთან ერთად გაემგზავრა სტამბოლში და მოათავსეს ტუზლას სომხურ ბავშვთა სახლში, სახელად კამპ არმენი. ზაფხულობით ტუზლაში რჩებოდა, ზამთარში კი გედიკფაშას ბავშვთა სახლში გადაჰყავდათ. რაკელ დინკმა, რომელიც იმ დროს ქურთულის გარდა სხვა ენაზე არ ლაპარაკობდა, სტამბოლში თურქული და სომხური ისწავლა. დაამთავრა გედიკფაშა ინცირდიბის სომხური დაწყებითი სკოლა. იმის გამო, რომ იგი ოფიციალურად იყო რეგისტრირებული, როგორც თურქეთის მოქალაქე, მას აღარ შეეძლო სომხურ სკოლაში სწავლა. როდესაც მამამ მეხუთე კლასის შემდეგ თურქულ სკოლაში სწავლის უფლება არ მისცა, იგი ფორმალური განათლების სისტემის მიღმა დარჩა. სპეციალური განათლება გედიკფაშას ბავშვთა სახლში მიიღო. [6]
მოგვიანებით იგი შეხვდა ჰრანტ დინკს ტუზლას სომხურ ბავშვთა ბანაკში და დაქორწინდა მასზე 1976 წლის 19 აპრილს რელიგიური ცერემონია გაიმართა ეკლესიაში 1977 წლის 23 აპრილს [2] წყვილს სამი შვილი შეეძინა: დელალი (1978), არატი (1979) და სერა (1986).
1979 წელს ტუზლას ბანაკის დირექტორის გიუზელიანის დაპატიმრების შემდეგ [5] რაკელ დინკი მეუღლესთან ერთად ტუზლას სომხურ ბავშვთა ბანაკის დირექტორად მუშაობდა. [6] [8]
მისი ქმარი, ჰრანტ დინკი მოკლეს 2007 წლის 19 იანვარს, როდესაც ის ბრუნდებოდა აგოსის ოფისებში. [9] 2007 წლის 23 იანვარს ჰრანტ დინკის პანაშვიდი მოეწყო, რომელსაც უამრავი ადამიანი დაესწრო. ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა რაკელ დინკიც. [10]
რაკელ დინკი არის ჰრანტ დინკის ფონდის პრეზიდენტი, რომელიც შეიქმნა 2007 წელს დიალოგის, მშვიდობისა და თანაგრძნობის კულტურის განვითარების მიზნით, რათა შემოენახა ჰრანტ დინკის ოცნებები, ენა და გული უფრო სამართლიანი და თავისუფალი სამყაროსთვის. [11]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „Kumkapı'da balıkçı sepetinde bulundu, yetimhaneye verildi 'Dilim giderim dese de adımlarım gitmek istemiyor' derdi“. Radikal (Turkish). radikal.com.tr. 20 January 2007. ციტირების თარიღი: 8 December 2016.
- ↑ 2.0 2.1 2.2 „Erguvanlarla başlamıştı bu büyük aşk bir caninin kurşunuyla yarım kaldı“. Hürriyet (Turkish). hurriyet.com.tr. 28 January 2007. ციტირების თარიღი: 8 December 2016.
- ↑ „Bebekten katil yaratmak...“. Hürriyet (Turkish). hurriyet.com.tr. 19 April 2007. ციტირების თარიღი: 8 December 2016.
- ↑ Kurumsal Yapı. ციტირების თარიღი: 10 December 2016
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 5.6 „Acı acı ağlıyorum“. Cumhuriyet (Turkish). cumhuriyet.com.tr. 23 April 2015. ციტირების თარიღი: 8 December 2016.
- ↑ 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 Rakel Dink Turkish. alumni.sabanciuniv.edu. Sabancı University. ციტირების თარიღი: 8 December 2016.
- ↑ Rakel Dink: Karanlığın başı devlet anlayışı. ntv.com.tr. Ntv.com.tr. ციტირების თარიღი: 10 December 2016.
- ↑ „Tuzla Ermeni Çocuk Kampının İzleri“. Bianet (Turkish). bianet.org. 7 February 2001. ციტირების თარიღი: 8 December 2016.
- ↑ „Gazeteci Hrant Dink silahlı saldırıda öldü“. Hürriyet (Turkish). hurriyet.com.tr. 19 January 2007. ციტირების თარიღი: 8 December 2016.
- ↑ „Dink'i on binler uğurladı“. BBC Türkçe (Turkish). bbc.co.uk. 23 January 2007. ციტირების თარიღი: 8 December 2016.
- ↑ „Hrant Dink Ödülü bu akşam sahiplerini buluyor“. T24 (Turkish). t24.com.tr. 22 September 2016. ციტირების თარიღი: 8 December 2016.